Home » მთავარი » „რატომ გამწირა ასე სახელმწიფომ მრავალშვილიანი დედა! მე მხოლოდ გადანაწილებას ვითხოვდი!..“

„რატომ გამწირა ასე სახელმწიფომ მრავალშვილიანი დედა! მე მხოლოდ გადანაწილებას ვითხოვდი!..“

მრავალშვილიანი დედა შვილებთან ერთად მალე ღია ცის ქვეშ დარჩება. ეთერ მაისურაძე მაშინ გავიცანი, როცა მის გოგონას სკოლაში პრობლემები ჰქონდა. სულ მოკლედ შეგახსენებთ-მარიამ ეგაძე ბატუტზე ხტომაში ჩემპიონის, იმ პერიოდში გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა და ბავშვი თავად უცხოელებს მიჰყავდათ ჩემპიონატზე თავიანთი ხარჯებით, მაგრამ სპორტსმენს ფიზკულტურაში ექსტერი ყვებოდა, რომ არ გამოცხადებულიყო სკოლიდან გარიცხავდნენ. მაშინ წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატები დაუდგნენ გოგონას გვერდით, ამბავი განათლების მაშინდელ მინისტრამდე, ალექსანდრე ჯეჯელავამდე მივიდა, წარმოიდგინეთ და მინისტრმა ბავშვის მხარე დაიჭირა, გოგონა წავიდა ჩემპიონატზე და ოქროს მედლით დაბრუნდა.

ეს ამბავი ბევრმა თქვენგანმა იცის, ვინც ახლა გაიგო ან არ ახსოვს, ნახეთ ლინკები და გაიხსენეთ.

http://www.gmtv.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94-15-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%93/

ასევე

http://www.gmtv.ge/34518-2/

ეს ამბავი იმასთან რასაც ახლა გეტყვით არაფერ შუაშია. მოკლედ, 2 დღის წინ, მარიამის დედამ საჯაროდ განაცხადა:

-“რატომ გაწირა ასე სახელმწიფომ მრავალშვილიანი ინვალიდი შვილის დედა.მე ხომ გადანაწილებას ვითხოვდი სადაც 4 წელი არცერთი დარღვევ არ მქონდა და ვიხდიდი,ყოველთვე პროცენტს. ლარის კურსის გაორმარმაგების შემთხვევაში ვეღარ შესძლო ოჯახმა გადახდა და სთხოვდა სახელმწიფოს ანუ სასამართლო უწყებას,რომ გადაენაწილებინა და კარკასი რომელშიც (9)სული ცხოვრობს გაიმეტა,ქუჩაში გასასახლებლად. მას გამოუტანა პირდაპირი განაჩენი .. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. რა ქვნა ეხლა მე??რა გზას დავადგე.არავის არ ეჯერა რომ ასეთ განაჩენს გამომიტანდნენ მე ვითხოვდი გადანაწაილებას კიდევ ერთი ოჯახი აღმოჩნდა სასამართლოს მსხვერპლი… და ხელს უწყობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.ადვოკატმაც კი არ დამიცვა მხოლოდ ფულებს მახდევინებდა ჩემი შვილების ლუკმა პურის ფულს. გამოვიტანე 4წლიანი სესხები რომ მაიმედებდა და იმედს მაძლევდა რომ ჩსმი შვილები ქუჩაში არ დარჩებოდა და მხოლოდ დამაიმედებელ სიტყვებს მეუბნებოდა რომ (რკინის ქალამნებს)ჩაიცვამდა და დამიცავდა…

P.S კიდევ ერთი მრავალშვილიანი (1)ჯგუფის ინვალიდი დედა დარჩება ღია ცის ქვეშ” (სტილი დაცულია)

დღეს პრემიერმა ახალი დადგენილება გვამცნო.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რომ დავალიანების შეეხება შავ სიაში მყოფ იმ ადამიანსაც, რომელსაც აქვს არა ერთი არამედ რამდენიმე სესხი, თუმცა თითოეულის შემთხვევაში სესხის ძირი 2000 ლარს არ აღემატება.

ცუდად ნუ გამიგებთ, მე თავად ვიცი ბევრი ადამიანი „შავ სიაში“ სესხი ტელეფონის საყიდლად რომ გამოიტანა, ან კაპის და ყავის, სასმელის და მეტიც-კაზინოში შესასვლელად. ალბათ დიფერენცირება უნდა მომხდარიყო, ან ბოლო-ბოლო შავი სიის გაცხრილვა-იქნებ ვცდები?

ახლა რა ქნას 6 შვილის დედამ? სად წავიდეს? იქნებ მასაც გამოუჩნდეს ვინმე მხარდამჭერი, მითუმეტეს გადახდას ხომ არ ითხოვს, გადანაწილებას თხოულობს!

მთავრობის გადაწყვეტილება თავისთავად მისასალმებელია, ბევრი ნამდვილად დაზარალებული ადამიანი შვებით ამოისუნთქავს, მაგრამ…

აი, სწორედ ეს „მაგრამ“ ვერ გავიგე და იქნებ თქვენ ამიხსნათ…

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...