Home » მთავარი » “თავი რომ არ მომეკლა, მაიძულებდნენ, ტუალეტში შესულს, კარი ღია დამეტოვებინა”

“თავი რომ არ მომეკლა, მაიძულებდნენ, ტუალეტში შესულს, კარი ღია დამეტოვებინა”

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქუჩებში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბილბოდერბთან დაკავშირებით მოკვლევას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახურზე დაყრნდობით “ლიბერალი” ავრცელებს.

იხ.

http://www.gmtv.ge/50666-2/

„კურიერის“ ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში გაკრული ბანერების – “არა ნაცებს, არა ბოროტებას” დამკვეთი ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.

ბიზნესმენი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული და ამ ფორმით საკუთარი პოზიციის გამოხატვა სცადა. ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ პირები ვინც მაშინ მას თანხა გამოსძალეს ამ დრომდე ხელისუფლებაში რჩებიან.

ალექსანდრე მეგუთნიშვილის ინფორმაციით, “ქართულ ოცნებასთან” ბანერებთან დაკავშირებულ  ყველა ტექნიკურ დეტალს მისგან დამოუკიდებლად “ობიექტივის” დამფუძნებელი, მირიან ყარაულაშვილი აგვარებდა.როგორც აღმოჩნდა ბანერების დიზაინით თავად დამკვეთიც უკმაყოფილოა, რადგან მისი სურვილი იყო ბანერებზე ის ადამიანებიც ყოფილიყვნენ, რომლებიც წინა ხელისუფლების შემდეგ ახალ ხელისუფლებასთანაც კარგად ნახულობენ საერთო ენას.

– „ჯერ კიდევ მუშაობენ ის ადამიანები, ვინც ჩემს დაჭერაში მიიღო მონაწილეობა. ის ვისთანაც ფული მივიტანე, დღეს ამ ხელისუფლებას კი უზის ბუნების დაცვაში და მეორე დღესაც სუს-ში მუშაობს.

ეს ვერ ვაპატიე ამათ. მე მოვითხოვე, რომ ბანერზე ეგენიც ყოფილიყვნენ გამოკრულები, მაგრამ მსხვილები დაბეჭდეს, ეგეც სასაყვედურო მაქვს. დიზაინი ჩემთან ერთად შეარჩიეს, მომეხმარნენ. ვინ დამეხმარა და ჩემი მეგობარია ერთ-ერთ პიროვნება, რომელიც მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, მირიან ყარაულაშვილი. მე ჩემი ფეხით მივედი. 10 დღეზე მეტია დავდივარ თბილისში კონსულტაციებზე. მე ვთხოვე, ამ 50 ათასი ლარის ფარგლებში მინდა რომ შევწირო. მირიანი აგვარებდა ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილის კამპანია მე დავაფინანსე ბანერებით,“-აცხადებს “წინანდლის ღვინის ქარხნის” მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილი

სხვათაშორის, მეგუთნიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შემომწირველიც იყო. მაშინ მან მმართველ გუნდს 60 ათასი ლარი გადაურიცხა, ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციით ბანერებისთვის თითქმის 52 ათასი ლარი გაიღო.

და მაინც, ვინ არის ალექსანდრე მეგუთნიშვილი და ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც ბიზნესმენის თქმით, მის დაჭერაში დიდი წვლილი მიუძღვნით და ახლაც სტრუქტურებში არიან.

უკვე წლებია მეგუთნიშვილი ანგარიშწორებაზე ფიქრობს და ხმამაღლა აცხადებს:

-„  მაშინდელი  კუდ-ის თანამშრომელი  ზაზა უზუნაშვილი შემოთვლიდა, ამდენი უნდა მოიტანოთო. ვინც არ მოიტანდა, შარს მოსდებდნენ და ეგრევე ციხეში  უშვებდნენ. 2010 წლის ივლისის ბოლო იყო, კახეთის კუდ- ის უფროსის  მოადგილე დათო ლორთქიფანიძემ შეგვკრიბა გამოგვიცხადა, აფხაზეთის რადიოს   დახმარება სჭირდება დათითოეულმა 10 ათას დოლარამდე უნდა მოიტანოთო“. „აფხაზეთის რადიო“  შირმა იყო. სინამდვილეში ფული ნაცების  ინტერესებს  ხმარდებოდა. ვიცოდი, რომ გაძალიანებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ, ვისესხე  ათასი დოლარი და კუდის თანამშრომელ  ზაზა უზუნაშვილის მისივე კაბინეტში  გადავეცი. ფულს დახედა და მითხრა, ეს რა არის, მასხრად  გვიგდებო?  ვუპასუხე, ამ დღეებში საქართველოში დაბრუნდება ჩემი თანამშრომელი, ვინც ფინანსურ  საკითხებს წყვეტს და რასაც სხვა ქარ-ხნის დირექტორები მოგართმევენ, იმდენივეს მეც დავდებ- მეთქი. დამემუქრა — ნახე, რაც მოგივაო და კიდეც შემისრულა. პროვოკატორი მომიგზავნა, კუდ-ის თანამშრომელი, რომელმაც შეურაცხყოფა მომაყენა, მაგრამ გავშიფრე… სურდა,ფიზიკურად შევხებოდი და თავი შევიკავე. ამის მიუხედავად, თელავის პოლიციაში წამიყვანეს, სასტიკად მცემეს და ციხეში გადამიყვანეს.

ფაქტობრივად კახეთში ტრიუმვირატი მოქმედებდაზურაბ ლალიაშვილი  კახეთის კუდის უფროსი იყომისი მოადგილედათო ლორთქიფანიძეშემსრულებლად კიუზუნაშვილი ჰყავდათ.  ყველაფერს კუდ-ი წყვეტდა მაშინ, თანაც, დათო ლორთქიფანიძის ძმა გია ვანო მერაბიშვილის მოადგილე ბრძანდებოდა და ამ ბანდას ვინ გაუბედავდა პრეტენზიას… პირადი საჭიროებისთვისაც სძალავდნენ ფულს ბიზნესმენებს. მაგალითად,  500-500 ლარი შეგვაწერეს საწარმოებს.

ციხეში  მიყვანისთანავე მცემეს.  მას მერეცკვირაში 2-ჯერ მცემდნენ ხოლმე გონების დაკარგვამდე.  დაპატიმრებიდან თვენახევარში ციხის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის კაბინეტში შემიყვანესიქ   დათო ლორთქიფანიძე დამხვდა,  რომელმაც მითხრათუ აქედან თავის დაღწევა გინდა, 8 ცალი ტოიოტა „პრადო“ უნდა გვიყიდოოარ მაქვს ამდენიმეთქი, — ვუთხარი და უმალ სასტიკად მცემესმერე „ფუქსებში“ ჩამიყვანესთავი რომ არ მომეკლამაიულებდნენტუალეტში შესულსკარი ღია დამეტოვებინაორჯერ სადღაც ჯურღმულში შემიყვანესთავზე შლემი ჩამომაცვესბორკილებით დამაბეს და მჯდომარე მდგომარეობაში მცემეს… მაიძულებდნენიატაკზე დაღვრილი სისხლი საკუთარი მაისურით მომეწმინდაასეთი წამების პირობებშიდათო ლორთქიფანიძეს 3- ჯერ შემახვედრეს ციხეში და სამივე ჯერ ერთსადაიმავეს მოითხოვდა ჩემგან.

3 დეკემბერს 15 ათასი ლარი გირაოს ნაცვლად, ოფიციალურად გამათავისუფლეს, მაგრამ ისევ კუდ-ის  შენობაში მიმათრიეს ლორთქიფანიძესთან  და უკვე 100  ათასი დოლარი მომთხოვეს. არ გადაიხდი და, ციხეში შეგაბრუნებთო  —  მითხრა ლორთქიფანიძემ.

თანხის შეგროვებაში სანათესაო და მეგობრები დამეხმარნენ, 2012 წლის 2 მარტს დათო ლორთქიფანიძე მიმყვა და თიბისი“ ბანკში 58.000  ათასიდოლარიჩამარიცხინა  ვინმე დავით მთაწმინდელის სახელზე.

2011 წლის 15 მარტს კუდ-ის თანამშრომელმა ზურა საჩიშვილმა „ტოიოტას ცენტრში მიმიყვანა და 40 ათასი დოლარი მიმატანინა დათო ლორთქიფანიძისთვის,   რომელიც იქ მელოდებოდა. ამ ფულით მათ 2 ცალი ტოიოტა „კაბრი“  იყიდეს. 19 მარტს დათო ლორთქიფანიძემ ისევ დამიბარა. ამჯერად, 1600 დოლარი  მიმატანინეს  — მანქანებს სიგნალიზაციები უნდა დავუყენოთ და ღვედები გამოვუცვალოთო.

როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ზურაბ ლალიაშვილი  უნგრეთში გაიქცა. დათო ლორთქიფანიძემ და ზაზა უზუნაშვილმა  პროკურატურაში ოფიციალურად აღიარეს, რომ მანქანები ჩემგან მათ მიერ გამოძალული ფულით იყო ნაყიდი! ლორთქიფანიძე დააკავეს და 2 თვეში 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.

ზურაბ ლალიაშვილმა 2013 წლის ზაფხულში, უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ, ასევე აღიარა ჩემი დაყაჩაღება, კიდეც დააკავეს, მაგრამ საქმე ჩააწყო კოჰაბიტირებულ მფარველთან  ხუტა პაჭკორიასთან  და 2 ათასი ლარი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლეს. დამატებით, თამაზ თამაზაშვილის საქმეზე  მისთვის თურმე 1000 ლარიანი გირაო შეუფარდებიათ…

ზაზა უზუნაშვილს სამსახურიდან გათავისუფლება აკმარეს, მაგრამ, როგორც ჩანს, პატრონი გამოუჩნდა და დაპატიმრების ნაცვლად, კახეთის სუსის უფროსის მოადგილედ დანიშნესის დღესაც ძალადობს ჩემს ოჯახზე, სასამართლოზე, აშინებს მოწმეებს, რომლებმაც იგი ჩემს წინააღმდეგ ძალადობაში ამხილეს, ჩემი რძალი სკოლის დირექტორობიდან გაათავისუფლებინა, ხოლო ჩემი ძმისშვილისპ ოლიციური კარიერა დააბლოკინა

ამ ფორმიანმა ყაჩაღებმა სააკაშვილის პერიოდში ხომ გამაუბედურა , ახლაც იგივეს აგრძელებს უკვე ახალი ხელისუფლების პერიოდშიმე იმ სახელმწიფოს დედაც ვატირე, სადაც წესრიგის დაცვა ყაჩაღს აქვს მინდობილი

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...