You are here
“1000 ლარის ნაცვლად კომპენსაცია 90 ლარი” – ასობით ადამიანი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს ეკონომიკა მთავარი 

“1000 ლარის ნაცვლად კომპენსაცია 90 ლარი” – ასობით ადამიანი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე,  ბესიკ შენგელია აცხადებს, რომ ამოსაღები თანხის განაღდება მიზერული თანხით ხდება და შესაძლოა ბევრმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეწყვიტოს, რაც ასობით ადამიანს უმუშევარს დატოვებს.

„ფინანსური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საკმაოდ  შორს დგას რაციონალური მიდგომისგან. ციფრებში რომ გადავიყვანოთ, მაგალითად, თუ არის მიმდინარე დავალიანება მარტო ძირი 1000 ლარი, ვიღებთ კომპენსაციას 90 ლარს. რა თქმა უნდა, არ არის ფინანსურად მომხიბვლელი.

“შეგვიძლია, ვიმსჯელოთ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად მიზანშეწონილია, აქაც ჩნდება კითხვები. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მაინცდამაინც კარგი გზავნილი არ არის კარგი გადამხდელებისთვის.

“ეს და სხვა დანარჩენი რეგულაციები ძალიან სწრაფად გავრცელდა, ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში მივიღეთ სხვადასხვა რეგულაციები, რომელიც ერთ მთლიან სურათს ჰქმნის და რა თქმა უნდა, ასე მოკლე დროში ამდენი რეგულაციის მიღება, თუნდაც, ბიზნესისთვის ადაპტაციისთვის, ძნელია. ძალიან ხშირად ვიმყოფებით პოლიტიკური მძევლების როლში,“ – ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე,  ბესიკ შენგელია.

დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეროვნულ ბანკში იმყოფებოდნენ.

Comments

comments

Related posts