You are here
„თვითონ გუნდმაც “ცივი შხაპი მიიღო”, რაც აკლია ვიცი და დავამატებ…“ მთავარი პოლიტიკა 

„თვითონ გუნდმაც “ცივი შხაპი მიიღო”, რაც აკლია ვიცი და დავამატებ…“

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირველი ინტერვიუ “იმედი LIVE”-ს მისცა. მართველი გუნდის მან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე უპასუხა შეკითხვებს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი ნაწყენია. მისი თქმით, ჩანდა, რომ მმართველ პარტიაში გუნდურობა დაკარგული, ვერტიკალი კი ძალიან შესუსტებული იყო. ივანიშვილის თქმით, ასევე სუსტი იყო მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა და ასეთივე მდგომარეობა იყო რეგიონებშიც.

ივანიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პირველ ტურში ასეთი შედეგები დადგა ის არის, რომ მმართველ გუნდს ზედმეტი თვითდაჯერებულობა ჰქონდა. მან ინტერვიუში “ქართული ოცნების” მიერ დაკვეთილ ეგზიტპოლის შედეგებს სამარცხვინო უწოდა, რადგან არჩევნების რეალურ რეზულტათან დიდი ცდომილება ჰქონდა.

“ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ღარიბ ქვეყნებში გავდივართ და ამ დროს ხელისუფლებას მმართებს განსაკუთრებული მცდელობა იმის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს რომ ეს მისი ხელისუფლებაა, მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს მათი ყოფის შესამსუბუქებლად.

ხალხი აშკარად განაწყებულია. ჩანს, რომ გუნდმა ხალხთან ურთიერთობის გრძნობადობა დაკარგა. ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ბზარი გაჩნდა. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი არის ის, რომ გუნდს, რომელიც ყველა რგოლს და ყველა შტოს ფლობს, როგორც წესი თვითდაჯერებულობა ემატება. ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთ მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლდათ თუნდაც პირველი ტურის შედეგები – გუნდი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებიათ. რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება სირცხვილი იყო. ის, რასაც ელოდნენ ეგზიტპოლების შემდგომ, ეს სირცხვილი იყო და ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამაზე. არა თუ გრძნობადობა, მოლოდინი აბსოლუტურად აცდენილი ჰქონდათ რეალობასთან. 14% სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია. ზოგი ჭირი მარგებელია. თვითონ გუნდმაც “ცივი შხაპი მიიღო”. სასიამოვნო რაც არის – დავინახეთ, რომ საზოგადოება თურმე აფასებს როგორ იქცევი და მათ შესატყვისი რეაქცია გააკეთეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “იმედი LIVE”-თან ინტერვიუში.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე, 28 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მმართველი პარტიის მიერ “ფსიქოპროექტისთვის” დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგები გააცნეს საზოგადოებას. შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 52.3% ჰქონდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმათა 38.64% მიიღო.

imedinews.ge

Comments

comments

Related posts