Home » მთავარი » ორი მსოფლიო ჩემპიონი ერთი ოჯახიდან – ბიჭებს სახლი არ აქვთ! მათზე კი მსოფლიო საუბრობს…

ორი მსოფლიო ჩემპიონი ერთი ოჯახიდან – ბიჭებს სახლი არ აქვთ! მათზე კი მსოფლიო საუბრობს…

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე, ბუქარესტში, საქართველოს ნაკრების წევრმა ავთანდილ კენჭაძემ რუმინელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ერთი დღით ადრე კი, ამავე სტილით ჭიდაობაში, 23 წლამდე შორის 79 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ავთანდილ კენჭაძის ძმა – ნიკოლოზ კენჭაძე, რომელმაც რუსეთის ნაკრების წევრი გაჯი ნაბიევი დაჯაბნა. 

ერთ ჩემპიონატზე ორი ძმის გამარჯვებამ სრულიად საქართველო აალაპარაკა. უფრო მეტიც, ბევრმა მათი ჩემპიონობა მსოფლიო სენსაციად მონათლა. 

თუ რა გზა გაირეს რაჭველმა ფალავნებმა სოფელ პირველი ტოლადან, ამის შესახებ ჩემპიონი ძმების დედა:

ელზა გაბიანი გვესაუბრება:

– რა ასაკიდან დაიწყეს ბიჭებმა ჭიდაობაზე სიაურული? ორივეს ერთდროულად გაუჩნდა ჭიდაობის მიმართ ინტერესი?

– ავთანდილი წლითა და ერთი თვით არის უფროსი ნიკოლოზზე, 12 წლის იყო ჭიდაობაზე რომ შევიყვანეთ ძმასთან ერთად. ორივეს უნდოდა ჭიდაობაზე სიარული და ჩემი მეუღლის გადაწყვეტილებით, სოფელ ჭრებალოს საშუალო სკოლაში დაიწყეს ბიჭებმა ვარჯიში. მათი პირველი მწვრთვნელი თამაზ მურუსიძე იყო. მინდა აღვნიშნო, რომ პატარა ასაკიდანვე გახდნენ წარმატებულები.

– როგორც აღნიშნავენ, დედებს უჭირთ შვილების შეჯიბრს უყურონ… ადევნებთ ბიჭების ასპარეზობას თვალს?

 

– ვერ ვახერხებ იმ ქვეყნებში წასვლას, სადაც ჩემი შვილები საჭიდაოდ გამოდიან, ისე არ მაქვს საქმე აწყობილი, რომ მათ შეჯიბრს დავესწრო. ამიტომ ეკრანიდან ვუყურებ და ძალიან ემოციური ვხდები

– ფაქტობრივად, მამამ დააყენა შვილები წარმატების გაზაზე, როცა ისინი ჭიდაობაზე შეიყვანა. რა რეაქცია აქვს მათი გამარჯვების შემდეგ?

– სიტყვით არ შემიძლია იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობთ მშობლები, როცა შვილების წარმატების შესახებ ვიგებთ. მამა განსაკუთრებულად ღელავს და განიცდის, როცა ბიჭები ასპარეზობენ. ეს არის სპორტის ის სახეობა, სადაც ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩადო წარმატების მისაღწევად, ბევრი უნდა იშრომო. თუ შვილს არ გაუკაფავ გზას, არ დაეხმარები, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. ძალიან რთული გზა გვაქვს გავლილი მთელ ოჯახს, იმისათვის, რომ ჩვენ შვილებს მიეღწიათ წარმატებისთვის. როგორღაც საკუთარი ფინანსებით ვახერხებდით, რომ შეჯიბრებებში გამოსულიყვნენ.

– ორივე ვაჟი, რომ სპორტის ამ სახეობას გაჰყვა, როგორც დედას, რა რეაქცია გქონდათ?

– იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდათ ჩემს შვილებს ჭიდაობის, ვერ გავაპროტესდებდი მათ გადაწყვეტილებას. იციან თავიანთი საქმე, ძალიან იტვირთავენ თავს, შეიძლება მოვიდნენ, ერთი საათით გვნახონ და გაიქცნენ სავარჯიშოდ, რადგან ეს მათი პროფესიისთვის არის საჭირო. ჭრებალოში პატარა ბიზნესი გვაქვს და ამიტომ აქეთ ვართ, ისე პირველი ტოლაც ჩვენი სოფელია, იქაც გვაქვს სახლი. თავად ბიჭები თბილისში, გლდანის ბაზაზე, 5 წელია სპორტსკოლაში ცხოვრობენ.  საკუთარი სახლი ჯერ არ აქვთ.

– ძმები უზიარებენ ალბათ  ერთმანეთს პროფესიულ რჩევებს…

– რა თქმა უნდა, ეკრანიდანაც კი ჩანს, როგორ გულშემატკივრობენ და აძლევენ ერთმანეთს მითითებებს. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ძმამ ძმას, ნიკოლოზმა ავთანდილს დაუთომო ასპარეზობა, რადგან ის უფროსი იყო.

როგორც  mshoblebi.ge -სთან საუბარში ჩემპიონი ძმებიდან ერთ-ერთი,  ნიკოლოზ კენჭაძე აღნიშნავს, ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწიათ ძმებს წარმატების მისაღწევად.

– მე და ჩემმა ძმამ ერთად დავიწყეთ რაჭაში ვარჯიში. როცა მივხდი, რომ ჭიდაობით იწყებოდა ჩემი ცხოვრების გზა, თბილისში გადმოვედით და აქ გავაგრძელეთ გიორგი გოგშელიძესთან ვარჯიში, რომელიც ახლაც ჩვენი მოქმედი მწვრთენილია. თავიდაპირველად რაჭაში თამაზ მურუსიძე გვწვრთნიდა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ.

– რა სირთულეების გადალახვა მოგიწია? ყველაზე რთული პერიოდი რა გახსენდება?

– ოჯახთან განშორება იყო ჩვენთვის ძალიან რთული. პატარა ასაკის ვიყავით, 14 -15 წლის, როცა რაჭიდან წამოვედით ჯერ ქუთაისში, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში. მარტო ვცხოვრობდით მე და ჩემი ძმა. ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია, მაგრამ დაუღალავი შრომისა და მწვრთვნელის დახმარებით დავძლიეთ ყველაფერი, ახლა კი ჩემპიონები ვართ.
ჩემი აზრით, წარმატების ფურმულაა თავდაუზოგავი შრომა.
წყარო: mshoblebi.ge
Facebook Comments
x

Check Also

9 წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში,  შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ...