You are here
„ბატონებო, ეს ინტერვიუ ყველაზე ნიშანდობლივი თქვენთვის იყო და არ გიტოვებთ ოპტიმიზმის ნატამალს“ მთავარი პოლიტიკა 

„ბატონებო, ეს ინტერვიუ ყველაზე ნიშანდობლივი თქვენთვის იყო და არ გიტოვებთ ოპტიმიზმის ნატამალს“

ბიძინა ივანიშვილის „იმედზე“ გასულ ინტერვიუს საზოგადოება „ივერიას“ წევრი დავით ნებიერიძე ეხმიანება და ამბობს, რომ ივანიშვილის ინტერვიუ ყველაზე მეტად ნიშანდობლივი სწორედ მისი გუნდის წევრებისთვის უნდა ყოფილიყო.

-ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ყველა შეფასება კეთდება სახელმწიფოს მომავალთან და ოპოზოციასთან დაკავშირებით. მაგრამ, მე მინდა მივმართო ბიძინას გუნდის წევრებს და მათ აქტიურ მხარდამჭერებს, განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლებს:

ბატონებო,, ეს ინტერვიუ ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივი ზუსტად თქვენთვის იყო. უფრო მეტიც, თქვენი მომავლის განმსაზღვრელი იყო. ფრიად პესიმისტური პროგნოზების საფუძველი მაქვს და ვერაფრით განუგეშებთ. ეს კაცი თვითგადარჩენის რეჟიმშია და ჟანრის კლასიკაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ამ კრიზისული ეტაპის გადალახვისთანავე, პირველ რიგში თქვენ დაგერევათ და ძალიან მძიმე ფორმებით. იყავით კრიტიკულები, რათა გადარჩეთ. ამისათვის კი ეიფორიისგან განთავისუფლდით და კარგად გაიაზრეთ ჭორვილელის თვითგადარჩენის დაანონსებული სტრატეგიული ხაზი.

გუშინ მან ყველაფერი თქვენ დაგაბრალათ და პირველ რიგში თქვენი გაწირვა აქვს გადაწყვეტილი. მას გადაწყვეტილი აქვს თქვენ შეგაწმინდოთ ხელები. ეს კი არ გიტოვებთ ოპტიმიზმის ნატამალსაც კი. დასტურისთვის შეგახსენებთ ისტორიულ ანალოგიებს: სტალინმა 37 წლის ტერორი ზუსტად თავისი ყველაზე მხურვალე მხარდამჭერებით დაიწყო, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის ხერხემალს წარმოადგენდნენ. რათა გადაერჩინა საკუთარი თავი და გადაეფარა მისი მოღვაწეობის კატასტროფული შედეგები და ქვეყნის ეკონომიკური კრახი. მაშინ ამას დაერქვა “ტროცკისტებთან” ბრძოლა. ახლა კი ამას დაერქმევა კოჰაბიტაციის შედეგებთან და ოცნებაში ჩაბუდებულ ნაცებთან, დივერსანტებთან და საბოტაჟნიკებთან ბრძოლა. ბევრი თავი დაიყრება უმოწყალოდ და ახლა თქვენი ჯერია იზრუნოთ გადარჩენაზე. სტალინის მსხვერპლნი იმიტომ იყვნენ უშანსოდ, რომ იმ მომენტისთვის ოპოზიცია პრაქტიკულად უკვე განადგურებული იყო და აღარ არსებობდა პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეაკავებდა და ლაგამს ამოსდებდა მხეცს. ასეთ მოცემულობაში ოპოზიციის გვერდით დადგომა ერთადერთი შანსია. მადლობა უფალს დღეს ოპოზიცია ძალებს იკრებს და ძლიერდება. ჰო და თუ თვითგადარჩენის ოდნავი ინსტიქტი მაინც შეგრჩათ ქოცებს და განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ უნდა ეძებოთ კონტაქტები ოპოზიციასთან და იქ დაიცვათ თქვენი თავი, თქვენი მომავალი და სიცოცხლის უფლებაც კი. თორემ, თუ ივანიშვილმა ერთი არჩევნებიც კი მოიგო დღეიდან დაწყებული, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მას დარჩება მხოლოდ ერთი და ყველაზე ბინძური ინსტრუმენტი – პოლიტიკური ტერორი და უპრეცედენტო მასშტაბების რეპრესიები, რომლის პირველი მსხვერპლიც ზუსტად აქტიური ქოცებიდა ობერქოცები იქნებით.

Comments

comments

Related posts