Home » არჩევნები » მთის სტატუსით ვაჭრობა დუშეთში მეორე ტურის წინ

მთის სტატუსით ვაჭრობა დუშეთში მეორე ტურის წინ

დუშეთის რაიონის მოსახლეობა ამბობს, რომ „ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი, ირაკლი ტრიპოლსკი დუშელებს მთის სტატიუსის მინიჭებას ჰპირდება.

საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამ სტატუსით არ სარგებლობს აღფრთოვანებული ხვდება  ინფორმაციას, თუმცა საინტერესოა როგორ მოხდება ეს პროცესი, რადგან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნუსხა 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით მიიღეს ინფორმაცია, რომ ტრიპოლსკის სიტყვები მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა და კანონით ვერ შესრულდება.

ცნობისთვის, ტრიპოლსკი ამჟამად შტაბის ხელმძღვანელია.

ასეთივე ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელა დუშეთის ახალგაზრდულმა გაერთიანებამ.

ოპოზიცია ვარაუდობს რომ მთის სტატუსის მინიჭების დაპირება მხოლოდ  წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად ჟღერდება.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ...