Home » მთავარი » პატრიარქმა სამებაში საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართა

პატრიარქმა სამებაში საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართა

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საზეილო წილვა-ლოცვა აღავლინა.

კანდიდატებს გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

„ჩვენ ბედნიერები ვართ რომ აქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან მინისტრები და ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც.მაგრამ მე მინდა გისურვოთ,რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს მან არ უნდა იფიქროს რომ სხვაზე უკეთესია, მე მჯერა თქვენ ვინც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი დაეხმარებით ერთმანეთს. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ.”- თქვა ილია მეორემ.

პატრიარქმა სრულიად საქართველოს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. პრეზიდენტობის კანდიდატებს კი წმინდა გიორგის ხატები უსახსოვრა.

„წმინდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია, არ არსებობდა ჩვენთან სოფელი სადაც მისი სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო. წმინდა გიორგი ჩვენთანაა და ბედნიერია ჩვენი ერი,რომელსაც მფარველობის ის.” -ბრძანა ილია მეორემ.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...