Home » მთავარი » ბეციაშვილი კონკრეტულ პირებს ასახელებს და უსაფრთხოებას ითხოვს

ბეციაშვილი კონკრეტულ პირებს ასახელებს და უსაფრთხოებას ითხოვს

გურჯაანის სოფელ ვეჯინში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორის ელმირა ბეციაშვილის საცხოვრებელ სახლში სამი ე. წ მოლოტოვის კოქტეილი ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა შეაგდეს.

იხ.

http://www.gmtv.ge/50905-2/

ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი მის სახლში განხორციელებულ ინციდენტზე პასუხისმგებლობას გურჯაანის მერს, არჩილ ხანდამაშვილს აკისრებს.

ელმირა ბეციაშვილი იმ კონკრეტულ პირებს ასახელებს, რომლებმაც წუხელ მას ეზოში მოლოტოვის კოქტეილები შეუყარეს. მისი თქმით, ინციდენტის ერთ-ერთი ინიციატორი გურჯაანის მერის ძმა, ზურაბ ხანდამაშვილი და მასთან დაახლოებული კიდევ ორი პირია.
ბეციაშვილი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე დაცული არ არის და მასზე ხელახალი თავდასხმა იგეგმება. იგი გურჯაანის პოლიციას საქმის დროულ გამოძიებასა და დაცვას სთხოვს.

„მე მინდა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა დავაკისრო გურჯაანის რაიონის მერს არჩილ ხანდამაშვილს. აიღოს მან პასუხისმგებლობა. ასევე მინდა პასუხისმგებლობა დავაკისრო რაიონის პოლიციის უფროსს, რადგანაც არ არის უკვე დაცული ჩემი სიცოცხლის უსაფრთხოება, ასევე ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. არცერთ ჩვენგანს არ ჩამოგვივარდეს არცერთი თმის ღერი, თორემ ამაზე მართლა მკაცრად აგებენ პასუხს. მოვითხოვ, უმკაცრესად იქნეს დასჯილი ყველა ის პიროვნება, ვინც აქ არიან ჩართულები,“ –  აცხადებს ელმირა ბეციაშვილი.

სხვათაშორის,სწორედ ვეჯინში რამდენიმე ხნის წინ პრობლემა იყოს საბავშვო ბაღის დირექტორის გათავისუფლებაზეც. მაშინ თამარ სიბაშვილის თანამდებობიდან გათავისულების შემდეგ მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს ბაღში აღარ წაიყვანენ და პროტესტს ხმამაღლა გამოთქვამენ. ადგილობრივები დირექტორის გათავისუფლებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავდნენ.

იხ.

http://www.gmtv.ge/50129-2/

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...