Home » მთავარი » „ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი” თბილისში

„ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი” თბილისში

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში, დედაქალაქში „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ღონისძიება 30 ნოემბერსა და პირველ დეკემბერს სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმის ძირითადი მიზანია, ღამის ეკონომიკის მდგრადი განვითარების პროცესში შემუშავდეს და შეიქმნას ფართო დიალოგი სტრატეგიის განვითარებასა და სწორი მენეჯმენტის შემუშავებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. მათთან ერთად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ მდგრადი ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის.

ფორუმი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა უცნობი ადგილების გამოცოცხლება, ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია, მოქალაქეების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნა და თბილისის განსხვავებული და ახალი კუთხით წარდგენა.

Facebook Comments
x

Check Also

ესპანეთში დაინფიცირებულთაგან 9 500 მედპერსონალია

ბოლო მონაცემებით ესპანეთში კორონავირუსით უკვე 4858 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან 750 დაინფიცირებული ბოლო 24 საათში დაიღუპა. ...