Home » კატეგორიის გარეშე » საფრთხე! კონტროლდება თუ არა საბავშვო სათამაშოების ხარისხი საქართველოში…

საფრთხე! კონტროლდება თუ არა საბავშვო სათამაშოების ხარისხი საქართველოში…

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი,საჯარო სამართლის დოქტორი

-მომავალი თაობა საფრთხეშია!კონტროლდება თუ არა საბავშვო სათამაშოების ხარისხი საქართველოში

სათამაშო უნვითარებს ბავშვს ფიქრის,მეხსიერების,მეტყველების და ემოციების გამოხატვის უნარს.
საქართველოში არსებული ბაზარი მრავალფეროვანია და აღნიშნული რისკები რეალურია რადგან საქართველოში საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოება არ მოწმდება.

„მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ელიმინაციის გლობალურმა ქსელმა“ (IPEN) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, სათამაშოების უსაფრთხოების შემოწმებისას ტყვია, ვერცხლისწყალი, კადნიუმი, ნიკელი და სხვა ნივთიერებები აღმოაჩინა რომელთა მომატებული კონცენტრაცია ჯანმრთელობისათვის სახიფათოა.

დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს ამ საკითხის მომწესრიგებელი საკანონმდებლო რეგულაციები, მაშინ როცა ამას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ გვავალდებულებს.

პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი დირექტივა 2001/95/EC:
„წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანიშნონ კომპეტენტური პირები ან შექმნან კომპეტენტური ორგანო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პროდუქტის უსაფრთხოების ზოგად ნორმებთან შესაბამისობას. მათ უნდა მიენიჭოთ სათანადო ძალაუფლება, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები, რომლებიც ამ დირექტივით არის განსაზღვრული.
დირექტივის თანახმად, სათამაშოების ხარისხი უნდა იყოს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი. სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია, ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ,სათამაშო არ უნდა იყოს აალებადი.

სახელმწიფოს ვალია იზრუნოს შესაბამისი ლაბორატორიის შექმნაზე სადაც შემოწმდება პროდუქციის ხარისხი.

Comments

comments

x

Check Also

დაუჯერებელი, იდუმალი და ამოუცნობი (გადაცემა)

მამუკა ლომაშვილი სტუმრად ილუზიონისტ გეკა ჯაფარიძესთან Comments comments