You are here
პროკურატურა მარნეულში მომხდარ ფაქტზე ვიდეომასალას ასაჯაროებს მთავარი სამართალი 

პროკურატურა მარნეულში მომხდარ ფაქტზე ვიდეომასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურა მარნეულში მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას აქვეყნებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს

პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გივი ქველაძემ, საჯარო სივრცეში განცხადებით ბრალი დასდო მარნეულის შს რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ძალადობის განხორციელებაში. კერძოდ განაცხადა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, პოლიციელებმა პოლიტიკური ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კ.კ.-ს.

პროკურატურამ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო გამოძიება და დაუკავშირდა გივი ქველაძეს, რომელმაც გადატვირთული გრაფიკის გამო უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. გამოძიებამ გამოკითხა კ.კ.-ს მკურნალი ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ საავადმყოფოში შეყვანილ კ.კ.-ს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.

გამოძიებამ ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოიღო ვიდეოჩანაწერები, რომელთა დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ გივი ქველაძის საჯარო განცხადებები არ დასტურდება და კ.კ.-ს მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება უშუალოდ კ.კ.-ს , მასთან დაკავშირება და შესაბამისად გასაუბრება ამ დროისთვის ვერ ხერხდება, ხოლო თავად გივი ქველაძე აცხადებს, რომ იგი კ.კ.-ს არ იცნობს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ აქვს ინფორმაცია.

Comments

comments

Related posts