Home » მთავარი » ოფიცერი მზადაა სასამართლოში დაამტკიცოს ხაინდრავას დანაშაული აფხაზეთის ომში

ოფიცერი მზადაა სასამართლოში დაამტკიცოს ხაინდრავას დანაშაული აფხაზეთის ომში

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცერი, დავით მარტიაშვილი მზადაა სასამართლოში დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა პირადად იყო ჩართული მოსახლეობის ძარცვასა და ნაძარცვის აფხაზეთიდან გაზიდვაში.

GHN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში დავით მარტიაშვილი არ მალავს, რომ მისი განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია ფილმმა „ჰეროკრატია“, რომელიც გოგა ხაინდრავამ გადაიღო.

ამჟამად მარტიაშვილი ბატალიონ „დონბას-უკრაინას“ მებრძოლია და საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან, მისი თქმით, ახლახანს მიღებული კანონის შესაბამისად აეროპორტშივე დააკავებენ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის.

დავით მარტიაშვილი: უკრაინაში მესამე წელია ვარ. ჯერ ქართული დანაყოფის ხელმძღვანელი ვიყავი. ახლა უკრაინულ ბატალიონში ვარ.  აფხაზეთის ომის დროს გვარდიის მეშვიდე ბატალიონის მეთაურად ვმსახურობდი. დანამდვილებით ვიცი, რომ აფხაზეთში ნაყაჩაღარის 30% გოგა ხაინდრავასი იყო. საცოდაობაა, რომ საქართველოში დემოკრატია იმის სასწავლებელი გახდა, ვინც შეთავსებით ხან რეჟისორია, ხან მძარცველი, ხან სახელმწიფო მინისტრი. თუმცა, მე მზად ვარ ხაინდრავას  მისი საქმიანობა შევახსენო 1992 წელს – აფხაზეთში, რაც ძალიან კარგად მახსოვს. ეს საქმიანობა მიმართული იყო სოხუმის ჩაბარებისკენ.

ინტერვიუ იხილეთ

http://www.ghn.ge/com/news/view/159671/?fbclid=IwAR0Qesz-qjQjTgtnU0OCAiSFEeskTAqeSVnxO0IEbjBqUWwaAb9TInhIbXk

 

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...