Home » მთავარი » „სასაცილოა, იმ მინისტრის დადანაშაულება კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირში, რომელმაც მათ ომი გამოუცხადა ფაქტიურად“

„სასაცილოა, იმ მინისტრის დადანაშაულება კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირში, რომელმაც მათ ომი გამოუცხადა ფაქტიურად“

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სამინიტროს მიერ კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურობაზე საუბრობს და ოპონენტების საპასუხოდ სტატისტიკა მოჰყავს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც და უადგილოა კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირში ხელისუფლების დადანაშაულება.

„ცოტა სასაცილოა, იმ მინისტრის დადანაშაულება კრიმინალურ ავტორიტეტებთან რაიმე ალიანსში და რაიმე კავშირში, რომელმაც მოსვლის პირველი დღიდან ომი გამოუცხადა ფაქტიურად „ქურდულ სამყაროს“ და თვე არ გავა, რომ არ დააკავოს „კანონიერი ქურდი“ ან ქურდული სამყაროს წევრი. ელემენტარულად, სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბოლო 9 თვის განმავლობაში 52 პირი მარტო საქართველოს ფარგლებს შიგნით არის დაკავებული. აღარ ვსაუბრობ უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გააქტიურებულ მუშაობაზე“, – აცხადებს მეზვრიშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...