Home » მთავარი » უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, გაეროში საგანგებო სხდომა დაინიშნა

უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, გაეროში საგანგებო სხდომა დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პოროშენკოს თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს უკრაინის მხრიდან თავდასხმითი მოქმედებების განხორციელებას. მისივე თქმით, გადაწყვეტილება არ გულისხმობს არც მობილიზაციას.

გუშინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო კონტროლის კატერებმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ ხომალდებს ცწცხლი გაუხსნა.

მოქალაქეებმა უკვე გამოთქვეს პროტესტი და რუსეთის საელჩოსთან მომხდარი გააპროტესტეს. მათ საბურავებიც დაწვეს.

საქმე იმაშია, რომ უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გიურზას კლასის დაჯავშნული ხომალდები ქერჩის სრუტისკენ გადაადგილდებოდნენ. მათი მისია დანარჩენი სამი უკრაინული ხომალდის გამაგრება იყო, რომლებიც იმავე მიმართულებით დილის შვიდ საათზე გაცურდნენ. რუსეთმა ეს საზღვრის დარღვევად და პროვოკაციად შეაფასა.

უკრაინული მხარის განცხადებით,  საარტილერიო კატერები – „ბორდიანსკი“ და „ნიკოპოლი“, ასევე საბუქსირო გემი „იანი კაპუ“ ოდესის პორტიტად მარიოპოლში გეგმურად გადადიოდნენ, რის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. რუსულმა გემმა კი ბუქსირი დააზიანა.

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა გაეროს საზღვაო წესი დაარღვია.

ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა.

ინციდენტის გამო გაეროში საგანგებო სხდომა დაინიშნა. სხდომაზე სიტყვით უკრაინის ელჩი გამოვა.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...