You are here
ბარში შემთხვევით გამხელილი საიდუმლო და სასჯელი ტრამპის პირველ მრჩეველს მთავარი უცხოეთი 

ბარში შემთხვევით გამხელილი საიდუმლო და სასჯელი ტრამპის პირველ მრჩეველს

Politico -ს ინფორმაციით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის ჯორჯ პაპადოპულოსის მიმართ სასამართლოს განაჩენის აღსრულება დაიწყება.

პაპადოპულოსი იყო ტრამპის პირველი მრჩეველი, რომელიც 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე დააპატიმრეს. მას ფედერალური გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

უკვე არსებული ინფორმაციით, განაჩენი სასამართლომ სექტემბერში გამოიტანა. თავისუფლების აღკვეთის გარდა ყოფილ მრჩეველს 200 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაც დაეკისრა. დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

2017 წლის 27 იანვარს მან აღიარა, რომ შარშან ოქტომბერში მოატყუა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) მოსკოვთან სავარაუდო შუამავლების შეხვედრის დროსთან დაკავშირებით.

მედიის ინფორმაციით, ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა გამოძიებას თავად მისცა „კოზირი“  იმით, რომ 2016 წლის მაისში დიდ ბრიტანეთში ავსტრალიის ელჩთან, ალექსანდრ დოუნერთან შეხვედრისას ყველა საიდუმლო შემთხვევით გაამხილა. ლონდონის ერთ-ერთ ბარში ტრამპის ნასვამმა კონსულტანტმა ელჩს უამბო, რომ თითქოს რუსეთის მხარეს ჰილარი კლინტონის მაკომპრომეტირებელი ცნობები ჰქონდა. დოუნერმა ეს FBI-ის ორ თანამშრომელს აუწყა, რომლებიც აშშ-ავსტრალიას შორის სპეციალური შეთანხმების საფუძველზე 2016 წლის ივლისის ბოლოს ლონდონში ჩაფრინდნენ და უკვე ყოფილი ელჩი დაკითხეს. სწორედ ამ დაკითხვის ანგარიში იქცა ამერიკულ არჩევნებში უცხოური ჩარევის საქმის მთავარ საფუძვლად, რომელსაც დღეს სპეცპროკურორი რობერტ მიულერი იძიებს.

წყარო

https://www.politico.com/story/2018/11/25/george-papadopoulos-mueller-jail-1013330

Comments

comments

Related posts