Home » მთავარი » „სხვა დროს თქვენც გითრევთ ვინმე თმებით და გამიხსენებთ! სირცხვილია! თქვენ ახალისებთ ძალადობას!“

„სხვა დროს თქვენც გითრევთ ვინმე თმებით და გამიხსენებთ! სირცხვილია! თქვენ ახალისებთ ძალადობას!“

,,ახალი საქართველოსსოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ ახალქალაქში არჩევნების მეორე ტურსაც  ჰასმიკ მარანგოზიანი ჩაატარებს, ეს ის პიროვნებაა, რომელთანაც პირველი ტურის შემდეგ პრეტენზიები ჰქონდა არა მხოლოდ თეონა ჭალიძეს, ისე სხვა ადამიანებსაც, თუმცა მისთვის პასუხიც კი არ მოუთხოვია არავის თუნდაც ქალბატონისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. გახსოვთ ალბათ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ მარანგოიანმა თეონა ჭალიძეს თმები მოქაჩა.

3 დღეში მეორე ტურია, თეონა ჭალიძე ისევ ახალციხის უბანზე იქნება და შეხება ექნება აღნიშნულ პიროვნებასთანაც.

თეონა ჭალიძე:

,,ახალქალაქში არჩევნების მეორე ტურსაც მოძალადე ჰასმიკ მარანგოზიანი ჩაატარებს. ის ისევ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. 2 თვეა ზუსტად, რაც ჰასმიკ მარანგოზიანის და ამავე კომისიის წევრის ანა ოგანესიანის მხრიდან ჩემს მიმართ განხორციელებული პირველი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. არ მოგეჩვენათ პირველი ძალადობის ფაქტი 2018 წლის 27 სექტემბერს მოხდა. მეორედ კი ჰასმიკ მარანგოზიანმა უკვე არჩევნების დღეს 28 ოქტომბერს იძალადა, ამაზეც დაწყებულია გამოძიება, მაგრამ არცერთი არ დასრულებულა.

მივმართავ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს ,,თქვენ და თქვენმა კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ თქვენი უმოქმედობა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იმსჯელეთ ამ ძალადობის ფაქტებზე არანაირი რეაგირება რეალურად არ მომხდარა. არც შსს-ს და არც ცესკოს მიერ.

ქალბატონო თეა, თქვენ რომ გწვდეთ ცესკოს ოლქის თავმჯდომარე თმებში და რომ დაგკაწროთ როგორი რეაქცია გექნებოდათ წარმომიდგენია. თუ თქვენი თმა თმაა და მე თუ დამაწიწკნიან თმებს ეგ არაუშავს?! სხვა დროს თქვენც გითრევთ ვინმე თმებით და მერე გამიხსენეთ! სირცხვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თქვენ ახალისებთ ძალადობას იმით რომ რეაქცია არ გქონიათ აღნიშნულ ფაქტებზე”

პ.ს:თქვენ ესწრებით ხოლმე უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს და როგორც ხედავთ უშედეგოდ Vladimir Bozhadze ნატალია ხოხიაშვილი Mamuka Tuskadze Irma Basilashvili საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

P.S.

მასალა უკვე სააგენტოზე დასადებად მზად გვქონდა, როცა წერილის ავტორს მიმართვაში ხსენებულმა ნატალია ხოხიაშვილმა პასუხი გაცხა:

-„ყოველ სხდომაზე დგას ეს საკითხი და ვიცით, რომ გამოძიება მიდის. გეთანხმები, რომ აქამდე რაღაც პასუხი უნდა იყოს, თუ სისხლის სამართლის კოდექსით არა ადმინისტრაციულით მაინც“-პასუხობს არასამთავრობოს წარმომადგენელი ნატალია ხოხიაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...