Home » მთავარი » “რევოლუცია იწვევს ზიზღს” – ესაა გრიგოლ ვაშაძის სიტყვები”

“რევოლუცია იწვევს ზიზღს” – ესაა გრიგოლ ვაშაძის სიტყვები”

რესპუბლიკური პარტია”, რომელმაც მეორე ტურში მხარდაჭერა “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური ჯგუფის საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირა, ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ამბობს, რომ პარტია გადაწყვეტილებას, გრიგოლ ვაშაძისა და მისი პოლიტიკური ძალის მიერ გადაწაყვეტილების მიღების შემდეგ მიიღებს.

დავით ბერძენიშვილი ოპოზიციის საარჩევნო შტაბში იმყოფება.

“ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც გავიგებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გრიგოლ ვაშაძე და მისი პოლიტიკური ძალა… ჩვენ, “რესპუბლიკელები” ვართ გრიგოლ ვაშაძის შტაბში და მის საარჩევნო კამპანიას ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობების ფარგლებში შემოვუერთდით პირველი ტურის შემდეგ. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიგოლ ვაშაძის პოზიცია. ნომერ პირველი პოლიტიკური ღირებულება აქვს გრიგოლ ვაშაძის პოზიციას. ამასთანავე, ჩვენ ბუნებრივია გვაქვს კონტაქტები მის წარმდგენ პოლიტიკურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის პარტნიორ პარტიებთან. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩემი დაკვირვებით ვერავინ ვერავის განუსაზღვრავს პოლიტიკის დღის წესრიგს. პოლიტიკურ დღის წესრიგს, ჩემი შთაბეჭდილებით, განსაზღვრავს გრიგოლ ვაშაძე და მის ირგვლივ დარაზმული პოლიტიკური ძალები. “რესპუბლიკელები” ვართ პარტნიორები და მხარს ვუჭერთ გრიგოლ ვაშაძის პოზიციას, რაც წინასაარჩევნოდ აქვს გამოცხადებული. “რევოლუცია იწვევს ზიზღს” – ესაა გრიგოლ ვაშაძის სიტყვები”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიჰყავს. სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებიან. საუბარი ...