Home » მთავარი » “გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”

“გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”

ფილარმონიაში შეკრებილ მომხრეებს გრიგოლ ვაშაძემ მიმართა და განაცხადა, რომ „ქურდულ ოცნებას“ არანაირი წონა არ აქვს“.

-“საქართველოს პრეზიდენტი არ ყავს, პრეზიდენტი ყავს ბიძინა ივანიშვილს. ის უსულო საგანი ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და მის მიმართ არანაირი მორალური და პოლიტიკური ვალდებულებები არ გვაქვს.

ჩვენ არ ვაღიარებთ საპრეზიდენტო არჩევნებს.

გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით. მოვითხოვთ ოცნებამ გაიგონოს ხალხის ხმა!

ვამაყობ იმით, რომ ვარ ქართველი! ვერასდროს წაგვართმევენ მშობლიურ ენას, თავისუფლებას და ღირსებას, იმიტომ რომ სულგანათლებული ზვიადის სიტყვები-ჩვენთან არს ღმერთი!

კვირას რუსთაველზე გვექნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც აჩვენებს ამ ე.წ. ხელისუფლებას რა არის ნამდვილი ევროპელი და რა არის ნამდვილი ქართველი”.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...