Home » მთავარი » „პირადად მივმართავ ერისკაცს! ის დრო, რაც ხალხმა მოგვცა, დღეს დილიდან უკვე ჩაირთო!“

„პირადად მივმართავ ერისკაცს! ის დრო, რაც ხალხმა მოგვცა, დღეს დილიდან უკვე ჩაირთო!“

ოცნების პირველი აქტივისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

-„ 2012 წლის 2 ოქტომბერი რომ გათენდა სიცოცხლე სხვაგვარად შევიგრძენი. ის დილა იყო სულ სხვა, ნათელი …. იცით რატომ? იმიტომ, რომ დასრულდა ეპოქა ძალადობის, დასმენის, ღირსების აყრის, ჩარეცხილების, სულიერი და ფიზიკური ტანჯვის, მრავალ წლიანი დაცინვის ეპოქა! ეს ყველაფერი გადავიტანე ცრემლით და ტკივილით ჩემს ერთან ერთად. სწორედ ასე იყო 2012 წელს!

2018 წლის 28 ნოემბერს კი იყო პაექრობა წარსულ რადიკალიზმსა /ნაც ბანდა/ და გაფრთხილება მიცემულ , შეცდომა დანახულ, ხელისუფალს შორის/ქართული ოცნება / … ხალხმა ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და მოგვცა კიდევ ერთი შანსი რომ ყველაფერი გამოვასწოროთ …. ერთად! და არა დაქსასულად, ისე როგორც ღირსეულ ადამიანებს გააერთიანებს და შეკრავს ერთ მუშტად, ჩვენი სამშობლოსთვის!

პირადად მივმართავ ერის კაცს ბიძინა ივანიშვილს, ის დრო, რაც ხალხმა მოგვცა დღეს დილიდან უკვე ჩაირთო!!! მე თქვენმა შეძახილმა დამაბრუნა ამ ბრძოლაში და ქალბატონი სალომეს წარმომადგენელი ვიყავი. შევხვდი უამრავ ნაწყენ, გაბრაზებულ ადამიანს და მივეცი თქვენით გაძლიერებული, ღირსეული სიტყვა რომ 2020 წლისთვის ყველა მტკივნეულ საკითხს გადავჭრით და ვთხოვე, ერთი შანსის მოცემა, რომელიც ბევრი მიზეზის გამო დავკარგეთ…

…მოგვცა ხალხმა ეს ნდობა … ახლა კი ჩვენ, ერთად ვართ პასუხისმგებელი ამ ხალხთან!! თქვენ მარტო არ ხართ ბატონო ბიძინა ჩვენ ძალიან ბევრი ვართ ვინც თქვენთან ერთად სამშობლოსთვის სიცოცხლეს შევწირავთ!!!

უღალატო და სიყვარულით სავსე ხალხი ,ახლა კი საქმის კეთებისთვის ველოდებით თქვენთან შეხვედრას და როცა ჩათვლით საჭიროდ ჩვენ აქვე ვართ თქვენთან !

ჩვენ გვჭირდება თქვენი შეძახილი, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ლიდერი და მაგალითი!!! ეს გახსოვდეთ ყოველთვის“

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...