Home » მთავარი » იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.  სპორტის ეს უძველესი სახეობა უკვე მეოთხე ქართული ძეგლია, რომელიც მსოფლიომ აღიარა.

ქართული ჭიდაობისთვის სტატუსის მინიჭებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 2013 წელს სპორტის მინისტრის მოადგილის, თამაზ თევზაძის ინიციატივით დაიწყო. 5-წლიანი მუშაობის შედეგი კი იუნესკომ დღეს დილით გამოაცხადა.

კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 2008 წელს ქართული მრავალხმიანობა შეიტანეს, 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, 2016 წელს კი ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა მოხვდა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველო 5 ქვეყანას უპირობოდ უხსნის საზღვრებს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცვობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფოსთან ...