Home » თქვენი სათქმელი » “ანდაზაა – ” მგელს, მგლობას აბრალებდნენ და ტურამ სოფელი ამოაგდოო”…”

“ანდაზაა – ” მგელს, მგლობას აბრალებდნენ და ტურამ სოფელი ამოაგდოო”…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

კახაბერ ჭიჭინაძე

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი

-დასრულდა მეორე ტური და ხალხმა შვებით ამოისუნთქა იმ იმედით, რომ “მგლებისგან” დაცულები 2020 წლამდე მშვიდად მიეცემიან ღრმა საზოგადოებრივ ძილს, თუმცა ავიწყდებათ “ცხვრებს”, რომ მეცხვარესთვის კვლავაც მოუწევს ” ნამატის” , “მატყლის” და “ხორცის” უხვად გაღება. ვიმედოვნებ ისე არ მოხდება, როგორც ერთ ანდაზაში ” მგელს, მგლობას აბრალებდნენ და ტურამ სოფელი ამოაგდოო”…

ხელისუფლების მხრიდან “დამოუკიდებელი” პრეზიდენტის საარჩევნო სპექტაკლი, ჰოლივუდური ბიუჯეტის და უხვად გაცემული ჰონორარების მიუხედავად გამოირჩევოდა თავისი უნიჭო რეჟისურით, სცენარით და მსახიობებით, რომელიც გაწეულ დანახარჯს ვერასოდეს ვერ ამოიღებს!

სარკაზმის გარეშე თუ ვიტყვით, ჩვენ მივიღეთ “დამოუკიდებელი”, საზოგადოებისათვის ურეიტინგო პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებს მსგავსად მეორე ტურის საკრალურ ბედს “ცუდსა და ნაკლებ ცუდს შორის” არჩევანს გაიზიარებს. იგი დადგება ორი არჩევანის წინაშე; ექვსი წელი იყოს ხელისუფების მარიონეტი და ყველა სახელისუფლებო გადაწყეტილებები კუდის ქიცინით დაადასტუროს ან მისთვის მიუღებელ სახელისუფლებო ინიციატივაზე, (რომელიც ბევრი იქნება) ხმა აიმაღლოს, მიიღოს ქ. ოცნების ამომრჩეველის რისხვა, უმადური პრეზიდენტის სახელი და კომპანიისგან მუქარა ანგარიშსწორების ჩეკი რვა ნულით. სამწუხაროდ, ერთი კაცის ახირებით მივიღეთ პარადოქსი; გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ჯარი არ უჭერს მხარს და ამავე დროს არის მთავარსარდალი. გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ემიგრანტების უმეტესობა არ უჭერს მხარს და ამავე დროს წარმოადგენს საქართველოს საზღვრებს გარეთ. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშილი არის უძრავი წერტილი (პიკი) ქართული ოცნების წარმატებისა, რომლის შემდგომ იწყება ხელისუფლების პოზიციების ეტაპობრივი ვარდნა.

რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატს, მისი დამარცხება სახელისუფლებო კანდიდატთან ჯერ კიდევ პირველ ტურში ავღნიშნე და ვთქვი რომ ს. ზურაბიშვილს გამარჯვებას ამაგრებს ენმ მიმართ საზოგადოების სიძულვილი, შევთავაზე ოპოზიციას გამოეცალათ ეს სიძულვილის იატაკი ხელისუფლების კანდიდატის ფეხქვეშ, მოეხსნათ საკუთარი კანდიდატები ნებისმიპიერი არასახელისუფებო დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, ეს იქნებოდა სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების ერთადერთი გზა. 26.10.2018 მიმართვაში ისიც ავღნიშნე, რომ თავმდაბლობით შესაძლებელია “აქლემი გაძვრეს ნემსის ყუნწში” თუმცა მათი ოპოზიციის მე “აქლემი” საკმაოდ დიდი გამოდგა.

რაც შეეხება დამარცხებული კანდიდატის და მისი მხარდამჭერების პროტესტს, მათ სრული დემოკრატიული უფლება აქვთ მიმართონ ნებისმიერ პროტესტს , რომელიც კონსტუტიიცის ფარგლებს არ გასცდება.

Facebook Comments
x

Check Also

მეცნიერების თქმით, “დიდი სიცარიელის” საიდუმლო სულ მალე გაიხსნება

“დიდი სიცარიელე” (Big Void) – ასე დაარქვეს საიდუმლო შენობას, რომელიც ხეოფსის პირამიდაში (Great Pyramid of ...