Home » მთავარი » თბილისის მეტროს უახლოეს მომავალში მოდერნიზებული ვაგონები დაემატება

თბილისის მეტროს უახლოეს მომავალში მოდერნიზებული ვაგონები დაემატება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გლდანის დეპოში იმყოფებოდა, სადაც მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მეტროთი უამრავი ადამიანი მგზავრობს და დედაქალაქის მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სახეობა უფრო კომფორტული გახდეს.

“ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება,მისი მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უკვე გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით. დაანონსებული გვაქვს, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელსაც ფაქტობრივად ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად ჩანაცვლდება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. მეტროთი ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება, მეტროს შემადგენლობას ყოველდღიურად დაახლოებით, 400 ათასი მგზავრი გადაჰყავს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოცდის დრო იყოს შემცირებული. ამისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი შემადგენლობების შეძენა, არსებულის რეაბილიტაცია, რათა მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული გახდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს 4 შემადგენლობა დაემატა და უახლოეს მომავალში კიდევ 4 შემადგენლობის დამატება იგეგმება. მან ასევე აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, ვაგონების დიზაინი უფრო ეფექტური და თანამედროვე გახდება. ახალი ვაგონების მემანქანეს საშუალება ექნება, მოძრაობა სარკეების ნაცვლად, ვიდეოკამერების მეშვებით აკონტროლოს. ასევე, ვაგონები აღიჭურვება მონიტორებით, ვიდეოკამერებით და ტელეფონის დამტენები მოწყობილობებით.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

“ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ, შევცვალოთ არსებული რეალობა, რაც ამ მიმართულებით გვაქვს და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება იყო ჩემი ერთ-ერთი დაპირება და იგი ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“დღეს ისევ მაქვს შეხვედრები ევროპარლამენტში, იმედია ხვდებით, როგორი ყურადღებით იყურებიან საქართველოსკენ…”

ანა ბალამწარაშვილი ბელგიის სამეფოში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ბელგიაში ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამაარსებელი საქართველოში ემიგრანტთა სახლის ...