You are here
თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებული პირები 700 ლარით დააჯარიმეს მთავარი სამართალი 

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებული პირები 700 ლარით დააჯარიმეს

როგორც ცნობილია, დღეს თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

იხ.

http://www.gmtv.ge/51398-2/

შსს-ს ცნობით, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შსს ვიდეოს და განცხადებას ავრცელებს:

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.

საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი კერვალიშვილი და დავით ბაიდარაშვილი 700 ლარით დაჯარიმდნენ, თბილისის საკრებულოს თანამშრომლის დავით მაჭავარიანის ბრალეულობა კი ჯერჯერობით არ დადასტურდა.

მომდევნო პროცესი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის 12 დეკემბერს ჩაინიშნა.

Comments

comments

Related posts