Home » მთავარი » გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს

გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნასა სთავაზობს და მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

„ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა, დავუშვათ 5 ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთთქვენთან. ჩვენც, ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენ დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, ევროპულად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ უმორჩილესი თხოვნა მაქვს ბატონო ე.წ. ხელისუფლება ახლა ვაი-ვიშს ნუ ატეხავთ და კიდევ ელჩების გამოგზავნას ბუ დაიწყებთ ჩემთან. არც კონსტიტუციის ფარგლებიდან გავალთ, არც კანონს დავარღვევთ, არც თქვენთან მუშტი-კრივში ჩავერთვებით,  იმდენი განათლება, ჭკუა და გამოცდილება გვაქვს, რომ სამართლებრივად დაგამარცხოთ. სამართლებრივად დაგამარცხებთ ქართველი ხალხი. ჩვენი გაბრაზება გამოიხატება იმაში, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ ქართველი ხალხის ხმა იქნეს გაგონებული,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...