Home » მთავარი » „სასწრაფოდ დაიწყეთ საკადრო ცვლილებები სესიაშვილი-იზორიადან! ხალხი არ გააწბილო, ბატონო ბიძინა!“

„სასწრაფოდ დაიწყეთ საკადრო ცვლილებები სესიაშვილი-იზორიადან! ხალხი არ გააწბილო, ბატონო ბიძინა!“

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი  ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართავს:

-არჩევნებამდე არ იყო ამისი დრო, მაგრამ მას მერე, რაც ხალხმა კიდევ ერთხელ მოგცათ შანსი, სასწრაფოდ დაიწყეთ საკადრო ცვლილებების გატარება, წესით ზოგიერთ ჩინოვნიკს დაკავებული თანამდებობიდან გადაგომაზე უკვე განცხადებები უნდა ჰქონოდათ დაწერილი, მაგრამ ცოცხალი თავით მაგას არასდიდებით არ გააკეთებენ!

ყველა რგოლში დაუყონებლივ უნდა გატარდეს ცვლილებები, აუცილებლად უნდა გადადგეს, ბატონი სესიაშვილი, კახეთის გუბერნატორი, თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  და ასევე სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები. სწორედ მათი არასწორი მუშაობის შედეგია თელავში დამდგარი შედეგები. წლებია სახეზე იყო ხალხის ფეხებზე დაკიდება, ლოგიკურია რომ ხალხმა იმავე გზით უპასუხა! გაუჭირდათ და მერე გაახსენდათ ხალხი, თუმც ეს ყველაფერი იყო ძალიან გვიანი, პირადად ვიყავი ჩასული და მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები. მე ასეთი გაბრაზებული და გამწარებული ადამიანები ჯერ არ მინახავს, რაც შედეგებზეც აისახა, ასე რომ ბატონო ბიძინა, თელავზე და თელაველებზე ფიქრი თუ გინდათ, დაიწყეთ სასწრაფოდ საკადრო ცვლილებები იმ პასუხისმგებელი პირებით, ვისაც ეს ყველაფერი ევალებოდა.

დაიწყეთ სესიაშვილით ეს ყველაფერი, რადგან ეს ადამიანი 2016 წლის არჩევნების მერე თელავის მოსახლეობას თვალით აღარ უნახავს, მისი გადადგომა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობიდან აუცილებელია, თანაც ზედ თუ თავზე გასულ თავდაცვის მინისტრს იზორიასაც მიაყოლეთ, ეს სამართლიანობის პროცესის დაწყების პირველი ნაბიჯები იქნება. დარწმუნებული ვარ ასეთი რეაგირება დადებითად აისახება ხელისუფლების საერთო წამზომზე. იმედს ვიტოვებ დროულად დაიწყება საკადრო ცვლილებების გატარება.

თელაველები ღირსეული ხალხია,  მოაშორეთ ეს უღირსი მედროვე ჩინოვნიკები დროულად და შედეგს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ნახავთ, როგორც ერთი რიგითი თელაველი მე გაძლევთ ამის პირობას!“

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...