Home » მთავარი » „ინაგურაციას არ ველოდებით, შემდეგი ნაბიჯი უკვე დღეს გადავდგით…“

„ინაგურაციას არ ველოდებით, შემდეგი ნაბიჯი უკვე დღეს გადავდგით…“

გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავრობას 16 დეკემბრამდე მისცა ვადა.

რას უნდა ველოდეთ ოპოზიციისგან თუ ხელისუფლება არ წავა მათთან დიალოგზე და უარს იტყვის ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე? აქვს თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციას უკვე შემუშავებული სამომავლო გეგმა, მითუმეტეს რომ ინაგურაცია დიდი ალბათობით 16 დეკემბერს გაიმართება.

ამ კითხვით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, საზოგადოოება „ივერიას“ წევრს, დავით ნებიერიძეს დავუკავშირდით.

-შემდეგი ნაბიჯი ინაგურაციის მოლოდინში არ გაკეთდება. შემდეგი ნაბიჯი უკვე დღეს გადავდგით. ჩვენ ვიწყებთ კარ და კარის ახალ ეტაპს. 16-მდე ფეხით შემოვივლით ყველა ოჯახს, ყველა ქალაქს, ყველა სოფელს და დავანახებთ ამ უზურპატორ ხელისუფლებას, რომ ხალხის კონსოლიდირებულ ძალას შესწევს უნარი დაიცვას მისი ნება, ქვეყნის მომავალი და სახელმწიფოებრიობა.

აქსიომაა, რომ ერთად-ერთი ძალა, რომლისაც ყველა დიქტატორსა და უზურპატორს ეშინია, ეს არის კონსოლიდირებული ხალხის ძალა. ჰო და ზუსტად ამ ძალასთან ექნება საქმე პუტინისა და ივანიშვილის ტანდემს.

ჩვენ ვერ დაგვაბრუნებთ საბჭოთა კავშირში, ვერ დაგვაბრუნებთ “რუსული სამყაროს” შხამიან სივრცეში, ვერ გვაცხოვრებთ ამ ჭაობის ფასეულობებით. ჩვენ ვართ განათლებული, ნიჭიერი და შეუპოვარი მოქალაქეები, რომლებიც არასოდეს დაგნებდებით და ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ფუნდამენტალურ უფლებებს, იმ ფასეულობებს რომლებზეც დგას ცივილიზებული და წარმატებული სამყარო.

ძალა ღირსებით გადავსებული მოქალაქეების ერთობაშია!“-განაცხადა ნებიერიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ხმაურია პარლამენტთან

პარლამენტთან “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია “არ გაბედო ჩააგდო!” მიმდინარეობს. გზა ჯერ გადაკეტილი არ არის, ორგანიზატორების თქმით, ...