Home » მთავარი » თბილისის მერიის ინიციატივით საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 411 ოჯახს გადაეცა

თბილისის მერიის ინიციატივით საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 411 ოჯახს გადაეცა

საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 411 ოჯახს გადაეცა

თბილისის მერიის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, დაკმაყოფილებულია 411 ოჯახის განაცხადი. აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს ისეთი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიუროკრატიული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით. პროცესი რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი – ფართები დაუკანონდეს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2018 წელს ოპერაცია და მედიკამენტები 30 000 ადამიანს დაუფინანსა; თბილისის ათივე რაიონში სოციალური პროგრამებით 169 257 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც 34 655 319 ლარი დაიხარჯა.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ბევრი ადამიანი, ვისაც ჩვენი თანადგომა და ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ ამ ყველაფერს მომავალშიც გავაგრძელებთ. მომავალი წლის ბიუჯეტში, აღნიშნული მიმართულება 27 მლნ ლარით არის გაზრდილი, რადგან მოქალაქეებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების მიღებისთვის გამარტივდა პროცედურა; გაფართოვდა „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა და დაემატა სამი ახალი მაღალტექნოლოგიური მამოგრაფი; გლდანის რაიონში გაიხსნა ეროვნული

სკრინინგ ცენტრის მესამე ლოკაცია; ტრანსპლანტაციის პროგრამას დაემატა ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი, რომელსაც მერია 60 000 ლარით აფინანსებს; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები აღიჭურვა პლანშეტური კომპიუტერებით, რომელიც ერთ გამოძახებაზე საშუალოდ 10 წუთს ზოგავს.

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...