Home » მთავარი » ცნობილია მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვინაობა

ცნობილია მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვინაობა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს. სალომე ზურაბიშვილს თან ახლდა მისი ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანიაც.

როგორც მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა თქვა, მოქმედი ადმინსიტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რათა პრეზიდენტის უფლებამოსილებების ცივილურად გადაბარების პრეცენდენტი შეიქმნას.

“მისასალმებელია , რომ შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზუდენტსა და საქართველოს ახლად არჩეულ პრეიდენტს შორის დღეს, აქ აბლაბრის პრეზიდენტის სასახლეში. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს რათა პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების პრეცენდენტი შევქმნათ. ამავდროულად გამოვთქვათ იმედს, რომ ეს პრეცენდენტი იქნება სამაგალითო სხვა შემდგომი უფლებების გადაცემის ნაწილში, როცა იქნება სხვა პრეზიდენტი.

ასევე მქონდა შეხვედრა არჩეული პრეზიდენტის გუნდის წევრთან ბატონ ლაშა ჟვანიასთან და კიდევ ერთხელ ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა მოხდეს ცივილური გადაბარება პრეზიდენტის უფლაბამოსილების”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“ხაზარაძე-ჯაფარიძის საბანკო ანაგრიშების დაყადაღება პოლიტიკას ან ანაკლიას არ უკავშირდება”

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღება არც ანაკლიის პორტის მშენებლობას და არც მათ ...