You are here
მართლწესრიგის ოფიცრების პირველი ნაკადი მუშაობას დღეიდან შეუდგება მთავარი სამართალი 

მართლწესრიგის ოფიცრების პირველი ნაკადი მუშაობას დღეიდან შეუდგება

შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 4 დეკემბრიდან  მართლწესრიგის ოფიცრები იწყებენ მუშაობას. ოფიცრებს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმართა.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ამოქმედება რეგიონებშიც იგეგმება.

„სისტემური განახლების“ ფარგლებში მართლწესრიგის ოფიცრების პირველი ნაკადი დღეიდან იწყებს მუშაობას #მეტინდობისთვის #მეტიუსაფრთხოებისთვის

Gepostet von შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia am Montag, 3. Dezember 2018

Comments

comments

Related posts