Home » მთავარი » “ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებ ამ ე.წ. ხელისუფლებას”

“ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებ ამ ე.წ. ხელისუფლებას”

1tv.ge-ს ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძემ რუსთავში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა,რომ ის „ე.წ. ხელისუფლებას ძალიან საინტერესო სიურპრიზებს უმზადებს“.

„პროტესტს, რომელიც კანონით არის დაშვებული, აქვს ათასგვარი ფორმა. ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებ ამ ე.წ. ხელისუფლებას. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს ემატება კიდევ ერთი სხვა პარტიის ხმები და ამაში თავად ძალიან მალე დარწმუნდებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე. მისი თქმით, თავიანთი მოთხოვნების შესასრულებლად მთავარი ბერკეტი საქართველოს 800 ათასი მოქალაქის ხმაა.

„ე.წ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს. რაც ყველაზე საინტერესოა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამ პოსტზე. მთავარია, რომ სახელმწიფოში არ იყოს კონტროლისა და ბალანსის არც ერთი მექანიზმი. ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს, პირში უჩურთავენ ჩვარს, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს“ – განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...