You are here
უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდათ მთავარი სამართალი 

უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდათ

პროკურატურის შუამდგომლობით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლიიარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებულებს, უკრაინის მოქალაქეებს დ.კ.-ს, რ.მ.- ს, ი.ო.-ს, ი.კ.-ს, ს.კ.-ს, ა.ნ.-ს და საქართველოს მოქალაქეს ლ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახითპატიმრობა შეუფარდა.

გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2018 წლის 2 დეკემბერს,ქ. თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში „გურუში“ და „ალიანსში“ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შვიდივე ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლიიარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ბრალდებულთათვის საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებასასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Comments

comments

Related posts