You are here
“ნიკა გარდაიცვალა და არ შემიძლია ეს ამბავი არ გიამბოთ…” მთავარი საზოგადოება 

“ნიკა გარდაიცვალა და არ შემიძლია ეს ამბავი არ გიამბოთ…”

იზა ვეფხვაძე

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და დირექტორი სრულიად საქართველოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან-რაინდთა დასის საპატიო წევრი.

ნიკა რურუა გარდაიცვალა…
კინოკადრივით გაირბინა ჩემს თვალწინ ჩემი ცხოვრების ერთმა ძალიან მნიშვნელოვანმა და მძიმე პერიოდმა…არ შემიძლია ეს ამბავი არ გიამბოთ…

როცა ნაციონალური მოძრაობის ზეობის ხანაში სამსახურიდან გამათავისუფლეს და დევნის, ენით უთქმელი ნერვიულობის პერიოდი მედგა, ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი.

მაშინ, იმ მძიმე წლებში, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაბედა და 30_ ზე მეტი კოლექტიური მხარდაჭერის წერილი შევიდა კულტურის სამინისტროში. ამ საკითხთან , ანუ ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირადად დაურეკეს ბატონ ნიკას და თავიანთი უკმაყოფილო პოზიცია და შეშფოთება გამოხატეს:ოტია იოსელიანმა, გურამ დოჩანაშვილმა, რეზო ჭეიშვილმა, რამაზ ჩხიკვაძემ, გურამ საღარაძემ…
მინისტრმა ჩემთან შეხვედრა ისურვა და სამინისტროში დამიბარა…ეს მაშინ წარმოუდგენელი ამბავი იყო, ის ” ვიღაცეების” წინააღმდეგ წავიდა…

თითქმის ნახევარი საათი მესაუბრა, მან საუბარი ასე დაიწყო: ” აქ, სამინისტროში, ერთი ასაკოვანი თანამშრომელი გვყავს კანცელარიაში და როცა თქვენი საქმით დავინტერესდი, მან მითხრა, რომ ასეთი რამ , ამდენი წერილი და მხარდაჭერა. მე არასოდეს მახსენდებაო”…მერე, ზემოთ, ჩემს მიერ ჩამოთვლილ იმ დიდ მწერლებზე და ხელოვანებზე ისაუბრა , რომელთაც საშინლად გაბრაზებულებმა დამირეკესო, ზოგიერთი არც კი მომესალმაო…

ძალიან დავინტერესდი თქვენი საქმით, ყველაფერი მოვიძიე, ყველა წერილს გულდასმით გავეცანი, ” საჭირო” პირებისგანაც მივიღე ინფორმაცია და ახლა თქვენი მოსმენა მინდაო…
დაახლოებით 5 წუთი ვისაუბრე, საქმის არსი ვუამბე…

დავასრულე საუბარი… ცოტა ხანს ისე იჯდა ხმა არ ამოუღია, თავდახრილი იყო, რაღაცას ფიქრობდა, ჭოჭმანობდა…

მერე მომიბრუნდა და მითხრა, გინდა გითხრა რას ვფიქრობო?!

პასუხი არ გამიცია, აზრი არ ჰქონდა, მე არ მისმენდა, თავის ფიქრებში იყო…მერე შეფიქრიანებულნა თქვა:
“იქედან გამომდინარე, რაც მე მოვისმინე, გავეცანი, ვიხილე და ახლა თქვენც მოგისმინეთ, დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ პროცესს მოიგებთ, მაგრამ მინიმუმ წელიწადნახევარი_ 2 წელიწადი დაგჭირდებათ, თუ ამას გაუძლებთ?! …” გაძლებაში” ვინ იცის რამდენი რამ იგულუსხმა, რაც მართლა გადავიტანე და ზუსტად 2 წლის განმავლობაში…

დაუჯერებელი რამ მითხრა…ვისაც იმ წლებში დევნა განუცდია, ის მიხვდება რასაც ვამბობ….

ამ ვიზიტიდან მესამე დღეს, კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც კულტურის სამინისტრო პრეზიდენტს სთხოვდა პირადად გაცნობოდა ამ საქმეს და გაეთვალისწინებინა სამინისტროს რეკომენდაცია და კულტურის დარგის დიდი მოამაგე და ბევრი კარგი საქმის ინიციატორი სამსახურში აღედგინა. აქვე აღნიშნული იყო საზოგადოების მხარდაჭერის და სამინისტროში უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის მხარდაჭერის წერილების შესახებ.

ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იყო იმ დროში. ფაქტიურად , მინისტრი თავისი პარტიის გავლენიან ფიგურებს დაუპირისპირდა…

2 წელი გაგრძელდა უმძიმესი, უთანასწორო “ბრძოლა”,…უზენაესში მოვიგე ის პროცესი, რომელიც მაშინ “ისტორიულად ” შეირაცხა..

ნიკა რურუა მაშინ სიმართლის მხარეს დადგა…

არ შემეძლო ეს არ მეთქვა…
ვუსამძიმრებ ოჯახს. .

Comments

comments

Related posts