You are here
„ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში – გაეროს 1325 რეზოლუციის შესრულება“ მთავარი სამხედრო საქმე 

„ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში – გაეროს 1325 რეზოლუციის შესრულება“

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში – გაეროს 1325 რეზოლუციის შესრულება“ სამუშაო შეხვედრა დაიწყო. ღონისძიება იმართება პროექტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ინიციატივაში არსებული პროექტის „ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში“ ფარგლებში. 2018 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის აღნიშნული პროექტის წამყვანი ქვეყანა. სამუშაო შეხვედრა ტარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) ორგანიზებით და წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი 16-დღიანი კამპანიის ნაწილს.

შეხვედრა გახსნეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს რეგიონულმა წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ. მინისტრის მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს მიერ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმით“ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამჟამად თავდაცვის სამინისტროში ქალების რაოდენობა 50%-ს შეადგენს და ქალი ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებსა და ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე და აღნიშნა ქალი სამხედროების როლი მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის გენდერის თემა ადამიანური რესურსების პოლიტიკაში, გენდერული მიმართულების შესაძლებლობების განვითარება, სამუშაო ადგილზე გენდერული დისკრიმინაციის საკითხები. მეორე დღე დაეთმობა „სამხედრო ოპერაციებში გენდერის სკანდინავიური ცენტრის“ ექსპერტებს, რომლებიც გამართავენ პრეზენტაციას ცენტრის შესახებ და ისაუბრებენ ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ძირითად თემებზე.

Comments

comments

Related posts