You are here
ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ ბრძანებულებას განმარტავს მთავარი პოლიტიკა 

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ ბრძანებულებას განმარტავს

მთავრობის ადმინისტრაციაში მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. ჯგუფს კახა კახიშვილი ხელმძღვანელობს.

პირველ სამუშაო შეხვედრას ესწრებიან რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და ნიკოლოზ შველიძე. ჯგუფმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი მათგანის სცენარით გაიმართება ინაუგურაცია თელავში.

სალომე ზურაბიშვილის მომავალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია 2001 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულების შინაარს განმარტავს.

საუბარია ბრძანებულებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გვირგვინით ამკობს ილია ჭავჭავაძის საფლავს. 23 მუხლის 2-ე პუნქტის მიხედვით კი პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო მინისტრი, კათოლიკოს პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

„ედუარ შევარდნაძის დროინდელი 386-ე ბრძანებულება, რომელიც ხელმოწერილია 2001 წლის 27 სექტემბერს, ეხება სახელმწიფო პროტოკოლსა და პროტოკოლის ქცევებს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში და არა იმას, თუ რა, სად, როდის უნდა მოხდეს”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

Comments

comments

Related posts