You are here
ქაცარავამ ატოცში ისევ გამოჩენილ რუს ოკუპანტებს მიმართა მთავარი საზოგადოება 

ქაცარავამ ატოცში ისევ გამოჩენილ რუს ოკუპანტებს მიმართა

დღეს დილით რუსი ოკუპანტები სოფელში საინჟინრო მანქანით გამოჩნდნენ. სავარაუდოდ ისინი რამდენიმე დღის წინ დაწყებული ბორდერიზაციის გაგრძელებას გეგმავენ.

მათ მავთულხლართების გასავლებად საჭირო ინვენტარი მიიტანს, – ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია ავრცელებს.

ორგანიზაციის წევრები ორ კვირაზე მეტია სოფელ ატოცში მორიგეობენ. ოკუპანტებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ მიმართა.

“თუ თქვენ ოსები ხართ, ეს ჩვენი მიწაა და რუსები გიყენებენ, თუ რუსები ხართ, მაშინ ოკუპანტები ხართ,”-მიმართა ქაცარავამ ოკუპანტებს.

დათო ქაცარავამ ატოცში რუს ოკუპანტებს რუსულ ენაზეც მიმართა:"თუ თქვენ ოსები ხართ, ეს ჩვენი მიწაა და რუსები გიყენებენ, თუ რუსები ხართ, მაშინ ოკუპანტები ხართ!"P.S. ატოცში ოკუპანტებმა დღეს საინჟინრო მანქანით, სავარაუდოდ, ბორდერიზაციის განსაახლებლად საჭირო ინვენტარი მოიტანეს. "ძალა ერთობაშია" სრული მობილიზაციით რჩება ადგილზე.

Gepostet von ლაშა ბერულავა am Mittwoch, 5. Dezember 2018

“ძალა ერთობაშია” სრული მობილიზაციით ადგილზე რჩება. მათი თქმით, ეცდებიან,რომ ოკუპანტებს მავთულხლართების გავლების უფლება არ მისცენ.

Comments

comments

Related posts