You are here
“ყველას პრეზიდენტი ვარ, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებმაც ხმა არ მომცეს“ მთავარი პოლიტიკა 

“ყველას პრეზიდენტი ვარ, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებმაც ხმა არ მომცეს“

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა ეს ადგილი მომავალმა პრეზიდენტმა უპასუხა:

-” ჩემთვის მხოლოდ ერთი ქალაქი განიხილებოდა. რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება თელავია, რადგან მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია ამ თემაზე იყო, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს. რეგიონების გარეშე საქართველო ვერ განვითარდება. ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი, რატომ ავირჩიე თელავი არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა. ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა, ამით ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებმაც ხმა არ მომცეს“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Comments

comments

Related posts