You are here
”კვდარი კვდარს აეკიდა…ხავსსაც ვეღარ და შალიკოს ეჭიდებით?..“ მთავარი პოლიტიკა 

”კვდარი კვდარს აეკიდა…ხავსსაც ვეღარ და შალიკოს ეჭიდებით?..“

სოსო შატბერაშვილი

“მემარცხენე ალიანსი”

”კვდარი კვდარს აეკიდა—სამარის კარამდე მიმიყვანეო!” გრიშასთვის რო გეკითხა 800 000-მა კაცმა მომცა ხმაო და 1% ნათელაშვილს ეახლა კანტორაში, თანაც კარებთან ბელადი კი არა მისი მოადგილე გუგავა დახვდა!!! თუმცა გრიშასთვის ესაც დიდი პატივია! ეხ, გრიშა-გრიშა!? რაზე მიგიდგა საქმე? მე მაშინ იქ ვიყავი შენ რომ მინისტრი გახდი და შალიკო კვდარს და ცოცხალს რო წაღმა-უკუღმა გიხსენებდა!!! თანაც ტელევიზიით!!! შენ არ იყავი ”დიდო ლეგიტიმურო პრეზიდენტო” რო გვითვლიდი: ”მე მაგინოს ჯანაბას მიცვალებულ მამას ნუ მიგინებსო” ჰოდა ძვირფასო გრიშა თუ გია! ასე რამ დაგაჩმორა რომ შენი მიცვალებულების მაგინებლის კანტორაში მიხვედი და იქ ”კლიაუზნიკობ?” ისე შალიკოსაც მაგრა ჭირდები–ეგებ განრისხებულ ნიკა გვარამიას შეარიგო!!! თორემ მისგან ჯერ გალანძღულ–მერე ნაქებ და ბოლოს ნაგინებ ტელევიზიას თუ გადაუკეტავთ—მოგჭამა ჭირი მაშინ ბელას ავსტრიის ბანკში დაძინებულმა მილიონებმა!!! აუუუუ! გრიშა!!! ”აქლემი ისე როგორ უნდა დაეცეს, ვირის ხელა რომ ვეღარ აწიოსო” ხომ გაგიგონია!? შალიკოს რო ეჭიდები, მთელი ”ქართლი” კლოუნს და მასხარას რო ეძახის—-წარმომიდგენია რა დღეში ხარ!!! დიპლომატიურ აკადემიაში ერთად სწავლის დროს მაინც ვერ გაიცანი? ან შენმა ”კაგებეშნიკმა” ნაჩალნიკებმა მაინც არ გითხრეს რა ”ფრუქტიც” არის შალიკო? ან მიშამ მაინც არ გითხრა 2008 წელს როგორ ”უპოდლა” შენს პარტიას და მთლიანად ”ნაცმოძრაობას?” ანდა რა შორს მიდიხარ, ეხლა როგორ გამოგიყენათ, ფული ”აგახიათ”, ერთგულება შემოგფიცათ და მერე გიგანათ მაგ ”დვურუშნიკმა!”

თუმცა შენც უთავმოყვარეო კაცი ხარ აბა რა უნდა გელაპარაკო ნიკა გვარამია გაცილებით უფრო ჭკვიანი კაცი კამოდგა ვიდრე თქვენ—ყველა ერთად აღებულნი! საცოდავებო, ნუთუ წყალმა ისე წაგიღოთ ხავსსაც რომ ვეღარ მოჭიდებიხართ და შალიკოს ეჭიდებით? მიდით, მიდით შალიკოს იმედად იყავით და მე მაინც ვიცი მანდ წამომჯდარ ”ლიდერებს” რა სიტყვებით მოგიხსენიებდათ საჯაროთ თუ პირად საუბრებში!!!

ჰოდა მე ჩემი ქვეყანა მეცოდება და ის 800 000 ამომრჩეველი ვინც ”ხახვზე და კარტოფილზე” არ გაიყიდა თორემ როგორც იტყვიან ”ალაჰმა ხელი მოგიმართოთ!!!”

შეგახსენებთ:

საარჩევნო სისტემის შეცვლა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – ოპოზიცია დღეს ოფიციალურად გაერთიანდა და მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრა “ლეიბორისტების” ოფისში ერთი საათს გაგრძელდა და კონკრეტული შეთანხმებითაც დასრულდა. შეიქმნა ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭო, რომლის მიზანიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა.

Comments

comments

Related posts