Home » მთავარი » „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” – სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი მიიღო

„ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” – სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი მიიღო

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ცენტრ „ემპათიის“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”.

„სასამართლომ მიიღო სარჩელი და რეგისტრაციის ნომერი მიანიჭა. ახლა უნდა ველოდოთ კომუნიკაციას,”- აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.ცენტრმა „ემპათიამ“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა.

სარჩელთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნა ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, რომელშიც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.

კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზაში ჩაიწერა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...