You are here
შეტაკებები და დაკავებები პარიზში – ქუჩებში მობილიზებულია ჯავშანმანქანები მთავარი უცხოეთი 

შეტაკებები და დაკავებები პარიზში – ქუჩებში მობილიზებულია ჯავშანმანქანები

მიუხედავად იმისა, რომ სარანგეთის პრეზიდენტი დათმობებზე წავიდა, პარიზში მაინც დაძაბული მდგომარეობაა, ამ დროისთვის ქუჩებში 5 ათასამდე ადამიანია გამოსული. მორიგი მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია ლოკალური შეტაკებებისა და დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. დაკეტილია მუზეუმები და სხვა ტურისტული ადგილებიც, მათ შორის ეიფელის კოშკი და ლუვრი

პოლიციის კორდონთან მიახლოებისთანავე სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ. პარიზის რკინიგზის სადგურებზე ძალოვანებმა უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

აქციებთან დაკავშირებით საფრანგეთში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით წესრიგს ქუჩებში 89 ათასი სამართალდამცველი იცავს. პარიზში მობილიზებულია ჯავშანმანქანებიც.

Comments

comments

Related posts