Home » მთავარი » “რკინის ფარდა“ ეშვება, მედიაშიც კი უპირატესად გამეფებულია “რუსული სამყარო”

“რკინის ფარდა“ ეშვება, მედიაშიც კი უპირატესად გამეფებულია “რუსული სამყარო”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”. ეკონომისტი

-გუშინ მიწვეული ვიყავი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პოლიტიკურ თოქ-შოუში. ყველგან ერთი და იგივე სურათი მხვდება: ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს არ უნდათ აღიარონ ის გამოწვევები, რომლებიც ეგზისტენციალურ საფრთხეებს უქმნიან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ფუნდამენტურ დემოკრატიულ ფასეულობებს. არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ სახელისუფლებო მხარე მზად იყოს დიალოგისათვის. უფრო მეტიც, საზოგადოებრივი განხილვის დონეზეც კი შეუძლებელი ხდება სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებზე მსჯელობა და თავხედურად ცდილობენ პოლიტიკური სივრციდან გასვლას და იმ დონეზე დადიან როდესაც განხილვის თემად რჩება მხოლოდ ვაშაძის ულვაშების ფორმა და სალომეს ფეხების ფორმა. სამარცხვინო და დესტრუქციულია.

მედიაშიც კი უპირატესად გამეფებულია “რუსული სამყარო”, რომელიც მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება და სულ უფრო მცირე სივრცე რჩება ფასეულობებზე და პრინციპულ პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგისთვის.

ფაქტიურად ჩვენ მომსწრენი ვართ “რკინის ფარდის” დაშვების პროცესის, ოღონდ უკვე მენტალურ დონეზე. ეს კი სულ უფრო ნაკლებ იმედს ტოვებს დიალოგისთვის და დისკუსიისთვის.

იხ

https://www.facebook.com/david.nebieridze.125/videos/2043369022419860/UzpfSTEwMDAwMjQwMzQ3MzAzNjoyMDQzMzgxNzc5MDg1MjUx/

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...