Home » მთავარი » 20-იანების გრანდიოზული საღამო თსუ-ში – სტუდენტები სიკეთისთვის ერთიანდებიან!

20-იანების გრანდიოზული საღამო თსუ-ში – სტუდენტები სიკეთისთვის ერთიანდებიან!

თსუ-ს ექსკლუზივი – Retro Party – 20-იანების გრანდიოზული საღამო ახალი წელი თსუ-ში 11 დეკემბერს დადგება!

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის – კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება წვეულება 20-იანი წლების სტილში „Retro Party”. ეს შენი შანსია! გაატარო ერთი დაუვიწყარი საღამო ისეთ ზღაპრულ სამყაროში, როგორიც მხოლოდ “The Great Gatsby”-სა და სხვა დიდებულ ფილმებში გვინახავს.

ოქროსფერი გარემო და ცნობილი მომღერლები იზრუნებენ თქვენი განწყობის ამაღლებაზე. სააქტო დარბაზის ჰოლი მორთული იქნება რეტრო სტილში, ფერადი ნივთები და გლამურული გარემო საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ შესანიშნავი სამახსოვრო ფოტოები.

პროექტის ფარგლებში დავეხმარებით პატარა ვიქტორიას, მას აღენიშნება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება!

#ვიქტორიასთვის.

იმისთვის, რომ თავი 20-იანი წლების სრულფასოვან წევრებად ვიგრძნოთ, მობრძანდით შესაფერის კოსტუმებში. სტუდენტური ცხოვრება ამ საღამოზე მოსვლის შემდეგ აღარასდროს იქნება ერთფეროვანი! და რაც მთავარია, ამ განწყობისა და გარემოს შექმნაზე იზრუნებს ჯგუფი – Marao/წვეულებების გაფორმება, რომელიც ჩვენი მხარდამჭერია.

კონცერტში მონაწილეობენ:

• ნინა ყიფშიძე •

ია ტომაში •

ანრი გუჩმანიძე

• მარიამ შენგელია

• რეზო ქარცივაძე

• ლიზა შენგელია

• დოდონა ნამორაძე

• ლიკუნა თუთისანი

• ელენე ზენდერი

• ლიკუნა მამალაძე

• ანა კარიმანიძე

20-იანების საღამოს გრანდიოზული 2-სართულიანი ტორტის ავტორია – ჩემი სამზარეულოს წესების მონაწილე, რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, კულინარიული გადაცემის თანაავროტი და სერთიფიცირებული შეფ-მზარეული – ნინო ძინძიბაძე.
◾️“RETRO PARTY”- ის საღამოზე მოსულ სტუმრებს სასმელებით უმასპინძლებს კომპანია “ნაბეღლავი “.
◾️საღამოს დააგვირგვინებს ულამაზესი ფოიერვერკი . სპონსორი კომპანია -სალუტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

თარიღი: 11 დეკემბერი, სამშაბათი, 19:00 სთ. (თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი) დასწრება თავისუფალია!

Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...