You are here
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის ბლოკმა გაიმარჯვა მთავარი უცხოეთი 

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის ბლოკმა გაიმარჯვა

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა 70,43% ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა დააგროვა. ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილი, 8.27 პროცენტით, პარტია „აყვავებულმა სომხეთმა“ დაიკავა, მესამე ადგილზე კი პარტია „ნათელი სომხეთი“ გავიდა 6.37 პროცენტით.

არჩევნებში 11 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. პარტიებისათვის გამსვლელი ბარიერი შეადგენს 5%-ს, ბლოკებისთვის კი 7%-ს.

იკოლ ფაშინიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისი ბლოკი პარლამენტში შევა, დაწყებულ რეფორმებს განაგრძობს.

Comments

comments

Related posts