Home » მთავარი » 2 ოქრო და 2 ვერცხლი – ქართველების წარმატება

2 ოქრო და 2 ვერცხლი – ქართველების წარმატება

ქართველმა წყალშიმხტომელებმა მინსკში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრზე 80 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრები – თორნიკე ონიკაშვილი და სანდრო მელიქიძე. ქართველმა სპორტსმენებმა წყვილთა შორის 3 მეტრიდან სინქრონულ ხტომაში საუკეთესო შედეგი 338 ქულა დააგროვეს და ოქროს მედალი აიღეს.

ონიკაშვილმა პირველი ადგილი  ინდივიდუალურ შეჯიბრშიც დაიკავა. 18 წლის სპორტსმენმა  3 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 354 ქულა მოიპოვა, რაც მისი პირადი რეკოდია. ამავე დისციპლინაში მეორე პოზიციაზე გავიდა სანდრო მელიქიძე. 1 მეტრიდან ხტომაში კი ონიკაშვილმა ვერცხლის მედალიც მოიგო.

ქართველ წყალშიმხტომელებს 2019 წელს წინ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდებათ. მსოფლიო უნივერსიადა ივლისში ნეაპოლში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატს კი აგვისტოში კიევი უმასპინძლებს.

Facebook Comments
x

Check Also

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

მარიამ ახალკაცი ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი ...