Home » მთავარი » თბილისის 20-მდე ბაგა-ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

თბილისის 20-მდე ბაგა-ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

თბილისის 20-მდე საჯარო ბაგა-ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება – გლდანის, საბურთალოს, ნაძალადევის, კრწანისის, ისნისა და დიდუბის რაიონებში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეწყობა სათამაშო მოედნები, სადაც დამონტაჟდება ატრაქციონები და საპარკო სკამები, დაიდგმება საჩრდილობლები, ქვიშის მანეჟები და შეიცვლება დაზიანებული კაუჩუკის საფარი. სათამაშო მოედნების მოწყობის პარალელურად, რამდენიმე ბაღის ეზოში დამონტაჟდება გარე განათების სისტემებიც.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განმარტებით, სააგენტო წლის განმავლობაში, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით აფინანსებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ თუ სარეაბილიტაციო პროექტს.

„სამუშაოები ძირითადად იმ ბაღებში მიმდინარეობს, სადაც თითქმის არ არსებობდა ან სრულად ამორტიზებული იყო გარე ინფრასტრუქტურა. პარალელურად, მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სააგენტოსთვის. ამ პროექტებისთვის ნოემბრის თვის ხარჯებიდან 400 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები იანვრის შუა რიცხვებში დასრულდება და ახალი სააღმზრდელო წლიდან, ბავშვებს ბაღებში განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია მოკლა შენი ინტერპრეტირებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტ/კ „ იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარული ...