You are here
“საქართველოში, დავალიანებების ჩამოწერის პრაქტიკა არახალია…მოქალაქეებისათვის ვალების ჩამოწერის პროცესი…” ეკონომიკა მთავარი 

“საქართველოში, დავალიანებების ჩამოწერის პრაქტიკა არახალია…მოქალაქეებისათვის ვალების ჩამოწერის პროცესი…”

ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე სესხების განულების პროცესს ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოში, დავალიანებების ჩამოწერის პრაქტიკა არახალია და სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მასშტაბით იყო წარმოდგენილი.

-„საქართველოში, დავალიანებების ჩამოწერის პრაქტიკა არახალია და სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მასშტაბით იყო წარმოდგენილი.განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბოლო წლებში, ხელისუფლების მიერ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის პრაქტიკა, რომელიც სხვადასხვა დროს, 10 ათასიდან 35 ათასამდე იურიდიულ პირს შეეხო (მათ შორის ფიზიკურსაც), ხოლო ჩამოწერილი დავალიანების, საურავისა და ჯარიმის მოცულობა  1 მლრდ-დან 1.6 მლრდ ლარის დიაპაზონში მერყეობდა.

მოქალაქეებისათვის დავალიანების ჩამოწერა მართლაც მისასალმებელი ინიციატივაა და მიმართულია ცალკეული მოწყვლადი სეგმენტის ფინანსური მხარდაჭერისაკენ. კერძოდ, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილი 600 000-ზე მეტ მოქალაქეების საბანკო დავალიანების განულებისაკენ. სახელმწიფოებრივად მომგებიანი იქნება, თუ სხვა ბიზნესმენებიც გამონახავენ რესურსს (შესაძლებლობისამებრ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დახმარებისა და სიღარიბიდან ამოსვლისათვის.

მოდით, მოქალაქეებისათვის ვალების ჩამოწერის პროცესი წარმოვადგინო შემდეგი მიმართულებით:

სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით – უდიდესი მასშტაბის ქველმოქმედება და საზოგადოებაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთგაგების ჯანსაღი პროცესი. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს, რომ ქართული ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისაა;

  • სოციალური თვალსაზრისით –  მნიშვნელოვანი დახმარება, დიდი სოციალური ფუფუნება, უმნიშვნელოვანესი ამაგი და ძალისხმევა;
  • ეკონომიკური თვალსაზრისით –  მოკლევადიანი ღონისძიება, რომელიც საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ მიმართული ღონისძიებაა, თუმცა მისი ეკონომიკური ეფექტები გრძელვადიან პერსპექტივაში მილევადია. იგი არსებით გავლენას ვერ იქონიებს საზოგადოების ეკონომიკურ აქტივიზაციაზე;

კარგი იქნება ბიზნესმენების დახმარების გარდა, პოლიტიკამაც  უნდა წარმოადგინოს პროგრამები და აჩვენოს პოლიტიკური ქარიზმა საზოგადოების ეკონომიკური აქტივიზაციისა და კაპიტალდაგროვების მიღწევისათვის. მხოლოდ დახმარებების იმედად ქვეყანაეკონომიკურ ფონსაც ვერ გავადა ვერც შორს წავა

Comments

comments

Related posts