You are here
სტრასბურგში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები მთავარი უცხოეთი 

სტრასბურგში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები

სტრასბურგში მომხდარი სროლის ბოლო მონაცემებით დაიღუპა 3 და  დაჭრილია 12 მოქალაქე. ბი-ბი-სი-ს ინფორმაციით, თავდამსხმელს, რომლის ვინაობაც ცნობილია, პოლიცია ეძებს. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობას 400-მდე სამართალდამცველი იღებს. ოპერაციაში ჩართულია ორი ვერტმფრენი. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სტრასბურგის დროით, საღამოს 7 საათსა და 50 წუთზე ახალგაზრდა კაცმა ცეცხლი სამ ადგილას გახსნა. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დროებით დაიხურა შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებული დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობაც.

დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სტრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ქ. სტრასბურგში მყოფ პირებს დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისაგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს.

Comments

comments

Related posts