Home » მთავარი » „მაპატიეთ, სიმართლე თუ გემწარათ, მაშინ სად ხართ?!.“

„მაპატიეთ, სიმართლე თუ გემწარათ, მაშინ სად ხართ?!.“

უკვე მეექვსე დღეა საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩვენ“ იპოთეკარებით დაზარალებული ადამიანების უფლებების დასაცავად და რეგულაციების დაწესების მოთხოვნით კანცელარიასთან აქციას მართავს. კანცელარიასთან კარვებია გაშლილი.

მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამისა ჯაფარაშვილი იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციას ეხმიანება და აქციის ორგანიზატორებსა და „პატრიოტთა ალიანსს“ საჯაროდ მიმართავს:

-„როცა ხალხს მოუწოდებ გამოდი სასოფლო სამეურნეო მიწები იყიდებაო, მანამდე სახლ- კარიანად რომ ართმევენ და ქუჩაში ყრიან, მათ ბედზეც უნდა გეყვირათ, 100 ათასი კაცი ხომ გამოიყვანეთ სალომეს ასარჩევად, შეიძლება ამდენი გაჭირვების ფონზე მეხსიერების პრობლემა  ჰქონდეს საზოგადობას, მაგრამ არც იმდენი, ორი კვირის წინანდელი არ ახსოვდეს. როგორც ჩანს არ დაგიფასათ სეთურმა მონდომება…

დღეს ქვეყანას სჭირდება არა მოლაყბეთა არმია, არამედ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთა და თავგანწირულთა გუნდი, ურომლისოდაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არსებითი გარდატეხის შეტანა შეუძლებელია!

მაპატიეთ ,სიმართლე თუ გემწარათ, უფალი შემინდობს…“

Facebook Comments
x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...