Home » მთავარი » „ამოქმედდება მორატორიუმი, არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ იქნება…“

„ამოქმედდება მორატორიუმი, არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ იქნება…“

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით აღდგება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ საზოგადოება სწორ ინფორმაციას მიიღებს, ვნებათაღელვა არ იქნება.

„კვირა დღეს ნამდვილად აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება რეალურად მორატორიუმი, აქედან გამომდინარე, არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ იქნება. ანუ, კვირა დღეს, აბსოლუტური ფორმით აღდგება მორატორიუმი, გამომდინარე, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან, რომელიც შევა ძალაში სწორედ ინაუგურაციის შემდეგ. აქედან გამომდინარე, დამატებით ამ საკითხის განხილვის საჭიროებას ვერც მე ვხედავ. რაც შეეხება საზოგადოების ვნებათაღელვას, თუ მივაწვდით სწორ ინფორმაციას საზოგადოებას ამ საკითხის თაობაზე, ამ შემთხვევაში, ვნებათაღელვაც არ იქნება. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ კვირა დღიდან მორატორიუმი აღდგება აბსოლუტური ფორმით. თუ ეს ეცოდინება საზოგადოებას, ამ შემთხვევაში ვნებათაღელვაც არ იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...