Home » მთავარი » მგაზვრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება არ განიხილება

მგაზვრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება არ განიხილება

„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრობის საფასურის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრობის ტარიფის ცვლილება არ განიხილება.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგაზვრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ დღის წესრიგში არ განიხილება. უმორჩილესად ვთხოვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, რითიც შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი და ზიანი ადგება კერძო კომპანიას, რამაც შესაძლებელია ზოგადად ბიზნესგარემო დააზიანოს“, – ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალური განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...